Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

27 წლის სპორტსმენის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, 27 წლის ბექა ონიანზე თავდასხმისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენჯერმე დაარტყა ბექა ონიანს, რის შედეგადაც ის დაეცა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 18 მაისს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაცია ბექა ონიანზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ოჯახის ცნობით მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

მედია ციტირებდა დაზარალებულის, ბექა ონიანის დედას, ნინო შერმადინს, რომელიც ამბობდა, რომ დაპირისპირება სხვა მოთამაშეებს შორის დაიწყო ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთის) თამაშისას. „ჩემი შვილი არის ფუტსალის „დინამოს“ მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან“, - ამბობდა ის.

მისივე ცნობით, 16 მაისს, საღამოს, სიტყვიერი ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდა მოწინააღმდეგე გუნდის წევრი და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.

„როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს... ტრავმა ისეთია, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა“, - ამბობდა დედა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus