Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ღაზის სექტორში აღმოაჩინეს ჰამასის ლიდერის სინვარას ცხედარი - Al-Hadath

პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული ორგანიზაცია) ერთ-ერთი ლიდერის, მუჰამედ სინვარას ცხედარი ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან-იუნისის გვირაბში იპოვეს. ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს საუდის არაბეთის ტელეარხი Al-Hadath.

ამავე წყაროს ცნობით, სინვარას ცხედართან ერთად აღმოაჩინეს მისი თანაშემწეების ცხედრებიც. Al-Hadath-თან მოსაუბრე ირწმუნება, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად დაიღუპა „რაფახის“ მეთაური მოჰამედ შაბანიც.

გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე ჰამასს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. სინვარასა და შაბანის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია ჯერჯერობით არც ისრაელს.

გასული კვირის სამშაბათს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს განცხადება ჰამასის სამეთაურო პუნქტზე იერიშის შესახებ, რომელიც მათი ინფორმაციით, მდებარეობდა ხან-იუნისში, ევროპული საავადმყოფოს ქვეშ. The Times of Israel-ის წყაროს ცნობით, იერიშის სამიზნე მუჰამედ სინვარა იყო.

მუჰამედ სინვარა ჰამასის ყოფილი ლიდერის, იაჰი სინვარას უმცროსი ძმაა. სწორედ იაჰი სინვარა ითვლება 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმის ორგანიზატორად და იდეოლოგად. ისრაელმა იაჰი სინვარას ლიკვიდაციის შესახებ ცნობა 2024 წლის 17 ოქტომბერს გაავრცელა.

2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ამის შემდეგ დაიწყო ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.

საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.

2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.

პირველ ეტაპზე, რომელიც 1 მარტს დასრულდა, ჰამასმა ისრაელს დაუბრუნა 33 მძევალი (მათგან 8 ცხედარი), ხოლო ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი. მეორე ეტაპის პირობების შეთანხმება ვეღარ მოხერხდა, რის შემდეგაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია და ღაზის სექტორის ბლოკადა განაახლა.

არსებული მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში რჩება 58 ადამიანი, რომელთაგან, სავარაუდოდ, ცოცხალია 23. გრძელდება საერთაშორისო ძალისხმევა მძევლების გათავისუფლებისა და მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

პალესტინური მხარის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისამდე ღაზის სექტორში დაიღუპა 53 ათასზე მეტი ადამიანი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus