Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პოლიციამ დააკავა 27 წლის სპორტსმენზე თავდამსხმელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დააკავა 27 წლის სპორტსმენ, ბექა ონიანზე თავდამსხმელი.

უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების (სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი) ბრალდებითაა დაკავებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბექა ონიანზე, „რის შედეგად ის წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შედეგად ი.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება“.

ინფორმაცია ბექა ონიანზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ოჯახის ცნობით მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

მედია ციტირებდა დაზარალებულის, ბექა ონიანის დედას, ნინო შერმადინს, რომელიც ამბობდა, რომ დაპირისპირება სხვა მოთამაშეებს შორის დაიწყო ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთის) თამაშისას. „ჩემი შვილი არის ფუტსალის „დინამოს“ მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან“, - ამბობდა ის.

მისივე ცნობით, 16 მაისს, საღამოს, სიტყვიერი ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდა მოწინააღმდეგე გუნდის წევრი და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.

„როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს... ტრავმა ისეთია, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა“, - ამბობდა დედა.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus