28 წლის ქალი დაიღუპა და 4 წლის ბავშვი დაშავდა კიევის ოლქზე თავდასხმისას
28 წლის ქალი დაიღუპა 18 მაისის ღამეს, კიევის ოლქზე რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმისას.ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კალაშნიკის განცხადებით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი.მისივე ინფორმაციით, ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი. მის გვერდით მდგარი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები კი ჩამსხვრეულია.18 მაისის ღამეს კიევის ოლქში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში.ერთი დღით ადრე, 17 მაისს, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინის სუმის ოლქში რუსული დრონით შეტევას. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბელოპოლიეს რაიონში დრონით დაარტყეს სამგზავრო ავტობუსს.