გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენ. მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ვრცლად საუბრობს „ქართულ ოცნებასთან“ საჯარო კონფლიქტზე, ამბობს, რომ მხარდაჭერის გაუქმების შესახებ ორი დღის წინ გაიგო საამიროების წარმომადგენლისგან და მისადმი „ოცნების“ წყენას გადამდგარი ელჩის თავისთან დასაქმებას უკავშირებს.