Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კიევი, ოდესა, დნეპროპეტროვსკი - უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა 100-ზე მეტი დრონი გამოიყენეს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოდესის და ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონებში დაიჭრა სამი ადამიანი. ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაზიანებულია სახლები. ლიკვიდირებულია რამდენიმე ადგილას გაჩენილი ხანძრები.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბუჩის და ბელოცერკოვსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია და კულტურის სახლის და სასწავლო დაწესებულების უმოქმედო შენობები.

დედაქალაქ კიევში, სვიატოშინსკის რაიონში რუსული დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა სახლი და საქვაბის ტერიტორია.

დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკოპოლის რაიონში დაზიანებულია სახლები, საწარმოები, საგანმანათლებლო დაწესებულება და ტაძარი.

განახლება: დილის 10 საათისთვის ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ კუპიანსკზე, სადაც ადგილობრივი კომუნალური სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 16 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 112 დრონით.

სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში ჩამოაგდეს 73 ე.წ. დამრტყმელი დრონი, 36 უპილოტო-იმიტატორი კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.

უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, გასული ღამიდან დილის ცხრის ნახევრამდე ჩამოაგდეს 65 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 43 - შავი ზღვის თავზე, 21 - ყირიმში და 1 - ბელგოროდის ოლქში.

შედეგების შესახებ რუსეთი არაფერს ამბობს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus