საქართველოში ყველაზე მეტ ფულს აშშ-დან და იტალიიდან რიცხავენ
სულ აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295,54 მლნ აშშ დოლარი (814,0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6,1%-ით (17,0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
ათი ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
აშშ - 53,99 მლნ დოლარი;იტალია - 50,21 მლნ დოლარი;რუსეთის ფედერაცია - 39,87 მლნ დოლარი;გერმანია - 24,84 მლნ დოლარი;საბერძნეთი - 24,62 მლნ დოლარი;ისრაელი - 22,17 მლნ დოლარი;თურქეთი - 8,60 მლნ დოლარი;ესპანეთი - 7,86 მლნ დოლარი;ყირგიზეთი - 7,77 მლნ დოლარი;ყაზახეთი - 7,16 მლნ დოლარი.
ამავდროულად, აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,9 მლნ აშშ დოლარი (88,0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. ეს 2024 წლის აპრილის (30,4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,9%-ით მეტია.
ასევე ნახეთ: