Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი დელეგაციების შეხვედრაზე: შეიძლება იყოს დღეს საღამოს ან შეიძლება იყოს ხვალ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანს და თურქეთის ხალხს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის:

„ჩვენს შეხვედრაზე პრეზიდენტმა ერდოანმა დღეს კვლავ დაადასტურა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას და აღიარებს ყირიმს, როგორც უკრაინის ნაწილს“.

ზელენსკი სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგის უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს ცეცხლის შეწყვეტას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა შედგება ან დღეს საღამოს ან ხვალ:

„ჩვენ მზად ვართ ამისთვის. დელეგაცია უკვე გაგზავნილია. დელეგაცია უკვე მზად არის. თურქეთის დელეგაცია მზად არის. ისიც მიემგზავრება. ამერიკის დელეგაცია ნაწილობრივ იქ არის, ნაწილი ჩავა. შეხვედრა შეიძლება იყოს დღეს საღამოს ან შეიძლება იყოს ხვალ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ყველა ელოდება მეორე - „რუსული“ მხარის დემონსტრაციას“.

უკრაინის დელეგაციას მოლაპარაკებებზე თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

რუსეთის სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, თურქეთში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილი დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაციას აქვს ყველა კომპეტენცია და უფლებამოსილება აწარმოოს მოლაპარაკებები; მოსკოვის წარმომადგენლები განწყობილნი არიან კონსტრუქციულად და კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებისთვის; რუსი მომლაპარაკებლები თურქეთში შეხვედრას განიხილავენ, როგორც 2022 წელს შეწყვეტილი პროცესის გაგრძელებას.

რუსული დელეგაციის თანახმად, მოლაპარაკებები ხუთშაბათს დილით უნდა დაწყებულიყო, თუმცა თურქეთის მხარის ინციატივით დღის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

15 მაისს ანკარის აეროპორტში მოკლე განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ბუტაფორიულ დონედ" შეაფასა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა. ზელენსკიმ ანკარაში პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან და მათი მსჯელობის ერთ-ერთი საგანი 16 მაისს დაგეგმილი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტიც იყო, რომელიც ალბანეთის დედაქალაქში გაიმართება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus