Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თურქეთში გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრამდე, რომელიც დღეს, 15 მაისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში უნდა გაიმართოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა.

შეხვედრა გაიმართა თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სადაც 14 მაისს დაიწყო ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი, არაფორმალური სხდომა.

რუბიოს და სიბიჰას შეხვედრას ესწრებოდა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემიც.

გვიან ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სენატორს შეხვდა, რათა მათთვის გაეცნო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხედვა შემდგომ სამშვიდობო ძალისხმევაზე და კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირის განმავლობაში პოზიციების კოორდინირება მომხდარიყო.

სიბიჰას ინფორმაციით, დეტალურად განიხილეს შემდგომი ნაბიჯების ლოგიკა და ერთმანეთის მიდგომები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკულ მხარეს დაუდასტურა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისადმი უკრაინის მტკიცე და თანმიმდევრული ერთგულება.

ანდრი სიბიჰას განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინის კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთმაც ანალოგიურად უპასუხოს, რასაც ჯერჯერობით არ აკეთებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ მშვიდობაზე უარს თავისი ფასი აქვს.

დღეს, 15 მაისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.

ანკარაში გამგზავრებამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ პუტინი სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებაში მონაწილეობას დასთანხმდება, ის და ერდოანი მზად არიან ანკარიდან სტამბოლში ჩავიდნენ.

14 მაისს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. ის მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე, რომლებიც ომის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან სტამბოლში მიმდინარეობდა და უშედეგოდ დასრულდა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა და ის, რომ პუტინი სტამბოლში ჩასვლას არ აპირებს, მედიასაშუალებებმა, მათ შორის CNN-მა და Reuters-მა თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში არ გაემგზავრება. მანამდე ტრამპი თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავდა.

სტამბოლში ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები კით კელოგი და სტივენ უიტკოფი.

10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus