„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე „დასანანს“ უწოდებს მის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის ნათქვამს და ამბობს, რომ პოლოლიკაშვილის ამ პოსტზე მესამედ წარდგენამ „კონკრეტული ქვეყნებისგან“ დემარში გამოიწვია.