Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე უიტკოფი და კელოგი ჩავლენ - „როიტერსის“ ექსკლუზივი

სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი გაემგზავრებიან. შეხვედრა 15 მაისისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ „როიტერსს“ აცნობა წყარომ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ წარმოადგენს რუსეთს ამ მოლაპარაკებებზე. 13 მაისს ჩატარებულ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი განაგრძობს მზადებას მოლაპარაკებისთვის, თუმცა არ უთქვამს, თუ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინას 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა და თქვა, რომ მზად არის, მოლაპარაკებები 15 მაისიდან, დამატებითი პირობების გარეშე დაიწყოს.

ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, დათანხმდეს 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას.

11 მაისს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მეორე დღისათვის (12 მაისისთვის) ელოდებოდნენ ცეცხლის სრულად შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას, პირადად კი ხუთშაბათს (15 მაისს) პუტინს თურქეთში დაელოდება.

შემდეგ ზელენსკიმ დააზუსტა, რომ თურქეთში იმ შემთხვევაშიც ჩავა, თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.

12 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გამოთქვა მოლაპარაკებებზე დასწრების სურვილი, თუმცა გადაჭრით არაფერი უთქვამს. „არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს, მაგრამ მართლა ვფიქრობდი იქ გამგზავრებას. არის ამის შესაძლებლობა, მგონი, თუ ვიფიქრებ, რომ რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ [შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ]“, - განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს თეთრ სახლში.

რუსეთმა არ გაიზიარა უკრაინისა და დასავლეთის სახელმწიფოთა წინადადება 12 მაისიდან 30 დღით ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტის შესახებ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus