Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ალან გაგლოევმა მილორად დოდიკი ცხინვალში მიიწვია

მოსკოვში 9 მაისის აღსანიშნავ ცერემოანილზე ჩასულ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რეგიონის, რესპუბლიკა სერბსკას პრეზიდენტ მილორად დოდიკს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გაგლოევმა დოდიკი ზაფხულის ბოლოს ცხინვალში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია - დოდიკმა თავის მხრივ გაგლოევი სერბსკაში დაპატიჟა.

„სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მეგობრული და ძმური ურთიერთობები და გამოვთქვით შემდგომი თანამშრომლობის სურვილი. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ გაგლოევს მოწვევისთვის და იმედი მაქვს, წელს სამხრეთ ოსეთს ვესტუმრები. ჩვენმა ხალხებმა მეორე მსოფლიო ომში დაზარალდნენ. მნიშვნელოვანი იყო ამ დღეებში, ჩვენს საერთო დღესასწაულზე, მოსკოვში ყოფნა“ - დაწერა შეხვედრის შესახებ თავად დოდიკმა X-ზე.

ბოსნიელი სერბების ლიდერი დოდიკზე ინტერპოლს ძებნა აქვს გამოცხადებული. პრორუსული განწყობებით ცნობილ დოდიკს, რომელიც სერბსკას გამოყოფის სურვილი აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ბრალად ედება "ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევა".

2025 წლის თებერვალში სარაევოს სასამართლომ დოდიკს დაუსწრებლად მიუსაჯა ერთი წლით პატიმრობა და ექვსი წლით აუკრძალა მუშაობა პოლიტიკის სფეროში. დოდიკი დამნაშავედ სცნეს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო თანამეგობრობის უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებების უგულებელყოფაში.

დოდიკის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მას მერე, რაც 2023 წელს მან ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებები და შმიდტის გადაწყვეტილებები არ იქნებოდა გათვალისწინებული რეპუბლიკა სრპსკაში. დოდიკი დანაშაულებს არ აღიარებს და განაჩენის გამოტანის შემდეგ მონაწილეობდა იმ კანონების მიღებაში, რომლებიც ფედერალური პოლიციისა და ბოსნიის სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მის ერთეულში შესვლას უკრძალავდა. მოგვიანებით ეს კანონები ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus