Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპი რუსეთს და უკრაინას: დაამთავრეთ ეს სულელური ომი

უკრაინაში ამერიკის საელჩოს მხრიდან რუსეთის მოსალოდნელ თავდასხმებზე გაფრთხილების გავრცელების პარალელურად ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი როგორც რუსეთისგან, ისე უკრაინისგან ომის დასრულებას ითხოვს. 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რა იქნებოდა ამერიკის პრეზიდენტის გზავნილი ვლადიმერ პუტინის მიმართ, მან უკრაინაში ომს "სულელური" უწოდა.

„მე მაქვს გზავნილი ორივე მხარისთვის – დაასრულეთ ეს ომი. ჩვენ ვკარგავთ 5 000 ჯარისკაცს კვირაში, რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს და ასევე სხვა ადამიანებსაც. დაასრულეთ ეს სულელური ომი, ეს არის ჩემი გზავნილი ორივესთვის“, – თქვა დონალდს ტრამპმა.

ამერიკის საელჩომ უკრაინაში გაფრთხილება საკუთარი მოქალაქეებისთვის რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მასშტაბური საჰაერო თავდასხმების შესახებ 9 მაისს გაავრცელა - ამ ინფორმაციის მიხედვით, უახლოეს რამდენიმე დღეში რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე „საჰაერო დარტყმას მიიტანს, რომელიც შეიძლება, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი დარტყმის შესახებ გამოქვეყნდა. წინა ჯერზე მსგავსი გაფრთხილების გამოქვეყნებიდან სამ დღეში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ექსპერიმენტული იარაღი გამოიყენა – საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებით, რომელსაც მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ორეშნიკი“ უწოდა.

მოსკოვში 9 მაისის, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად რუსეთმა 28 აპრილს გამოაცხადა, რომ "გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით" რუსეთი ცეცხლს სამი დღის განმავლობაში შეწყვეტდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას თეატრალური დადგმა უწოდა და მის ნაცვლად მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა 30-დღის განმავლობაში, შეერთებული შტატების შემოთავაზებული სტრატეგიის შესაბამისად.

რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კიევისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვს - 10 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ABC News-თან კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს რომ სხვა შემთხვევაში უპირატესობა უკრაინას ექნება და რუსეთი ამას არ დათანხმება.

„თუ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, რა უნდა ვქნათ იარაღის მარაგთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად შედის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან? თუკი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეწყდება, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინას მოუტანს უპირატესობას. უკრაინა გააგრძელებს სრულ მობილიზაციას და ფრონტის ხაზზე ახალ ჯარებს გადაიყვანს. რატომ უნდა მივცეთ მსგავსი უპირატესობა უკრაინას?“- ამბობს პესკოვი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus