Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად კიევში იმყოფება, ვრცელ პოსტს აქვეყნებს X-ზე განმარტებით, თუ რა არის უკრაინის მეგობრებისა და პარტნიორების მიზანი.

მაკრონი ხაზს უსვამს იმას რომ უკრაინელები მესამე წელია იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, თავისუფლებისა და ევროპისთვის - რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ პასუხი უნდა იყოს კოლექტიური.

"მე სამი გზავნილი მაქვს" - წერს მაკრონი და ჩამოთვლის რომ ესაა მშვიდობა, რომელიც ყველას ინტერესებში შედის, სუვერენიტეტი, რომელიც უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებებისას და მომავალი, სადაც უკრაინა უნდა იყოს ძლიერი, წარმატებული, ევროპული ქვეყანა.

"ისტორია გვიყურებს" - ასე მთავრდება საფრანგეთის პრეზიდენტის ტექსტი კიევიდან, სადაც ის 10 მაისს მატარებლით ჩავიდა გერმანიის კანცლერთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად.

"სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით იწყება. ეს არის წინადადება, რომელსაც ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვამზადებთ. უკრაინამ ის 11 მარტს მიიღო. რუსეთი ამ წინადადებაზე თანხმობას აჭიანურებს, წინაპირობებს აყენებს, დროს წელავს.

თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს პრობლემების შექმნას მოლაპარაკებებში, ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ - ერთად, ევროპისა და შეერთებული შტატების მჭიდრო კოორდინაციით. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, წინ წავიწიოთ ამ მიმართულებით.

შესასრულებელი სამშვიდობო შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის უსაფრთხოებას. სწორედ ამაზე ვმუშაობდით - პარიზში, ლონდონში და ახლა კიევში. ჩვენ ერთად მივაღწიეთ პროგრესს" - წერს მაკრონი.

ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მოლაპარაკებების პასუხად რუსეთი ითხოვს ამ შემთხვევაში უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებაც შეწყდეს; ამერიკის საელჩო უკრაინაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელად მასშტაბურ თავდასხმებზე აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი როგორც უკრაინას, ისე რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus