Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კიმ ჩენ ინი სამართლიანად მიიჩნევს ჩრდილო კორეის ჩართულობას უკრაინის ომში

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო - დასავლურ მედია მის ამ პოზიციაზე ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიაზე დაყრნობით წერს.

"ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ის შეესაბამება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს.

ყველა მამაც ჯარისკაცს, რომელმაც კურსკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ". - თქვა კიმ ჩენ ინმა KCNA-ს თქმით.

კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ ფხენიანი არ მოერიდება სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს "სამხედრო პროვოკაციებს" რუსეთის მიმართ.

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 28 აპრილს პირველად დაადასტურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთკორეელი სამხედროები იბრძოდნენ. ამავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს კურსკის ოლქში ტერიტორიების დაბრუნებაში დასახმარებლად ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

"კორეელმა მეგობრებმა იმოქმედეს სოლიდარობის, სამართლიანობისა და ამხანაგობის გრძნობით. ჩვენ ამას მეტად ვაფასებთ და ღრმად მადლიერები ვართ პერსონალურად ამხანაგი კიმ ჩენ ინისა და ჩრდილოკორეელი ხალხის მიმართ" – ნათქვამი იყო პუტინის სახელით კრემლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაში.

ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 000-12 000 სამხედრო გაგზავნა, თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა - მარტში სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ წლის დასაწყისში ფხენიანმა რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობითვე, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ასევე გაგზავნა დაახლოებით 15 000 პირი, რომლებიც რუსეთში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინდუსტრიული თანამშრომლობის პროგრამების საფუძველზე დასაქმდებიან.

30 აპრილს სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ რუსეთის მხარეს უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში 600 ჩრდილოკორეელი სამხედროა მოკლული, ხოლო დაღუპულების ჩათვლით, ჯამში 4700 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაშავდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus