Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ინდოეთი და პაკისტანი სამხედრო დარტყმებს აძლიერებენ - არის მსხვერპლი

10 მაისის დილას პაკისტანმა ახალი სამხედრო შეტევა წამოიწყო ინდოეთის წინააღმდეგ - პაკისტანის განმარტებით ეს არის პასუხი ინდოეთის მხრიდან მათ სამხედრო ბაზებზე მიტანილ შეტევებზე.

პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთმა სამ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. მათგან ერთი რავალპინდიში, ისლამაბადთან ახლოს მდებარეობს, დანარჩენი ორი კი აღმოსავლეთ პენჯაბში, ინდოეთის საზღვართან.

პაკისტანის თქმით, საპასუხო შეტევის ფარგლებში განადგურებულია ბრაჰმოსის რაკეტების საწყობი ბეასის რაიონში, ასევე იერიშების სამიზნე გახდა ინდოეთის დასავლეთ პენჯაბის რეგიონში მდებარე პატანკოტის ავიაბაზა და ქაშმირის უდამპურის ავიაბაზა.

იმის მიუხედავად, რომ პაკისტანი ამტკიცებს, სამოქალაქო ობიექტები თავდასხსმის სამიზნე არ იქნება და მხოლოდ იმ მიმართულებით ვახორციელებთ შეტევას, საიდანაც პაკისტანელებს უტევენო, ინდოეთი ამბობს რომ პაკისტანი ქაშმირშის რეგიონში სამოქალაქო ტერიტორიებსაც უტევს, მათ შორის სამედიცინო და საგანმანათლებლო შენობებს.

ინდოეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, 10 მაისს პაკისტანის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი, განვითარების კომისარი, რაჯ კუმარ ტაპა დაიღუპა.

მსხვერპლზე საუბრობს პაკისტანიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ინდოეთის დარტყმების შედეგად ბოლო ერთი დღის განმავლობაში სადავო ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის 1999 წლის შემდეგ ყველაზე ინტენსიურ დაძაბულობას შეშფოთებით უყურებენ საერთაშორისო აქტორები. "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა 9 მაისს მხარეებს თავშეკავებისა და პირდაპირ დიალოგზე გადასვლისკენ მოუწოდეს. 10 მაისს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ იშაქ დარს, სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა და კონსტრუქციული დიალოგის წარმოებაში ამერიკის მხრიდან დახმარება შეთავაზა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus