მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სამეფო უბნის თეატრის რეჟისორის, დათა თავაძის სპექტაკლ „ლიბერტეს“ (Liberté) „ღვთისმგმობელ წარმოდგენას“ და „მკრეხელობას“ უწოდებს და საზოგადოებას შეახსენებს „მოვალეობას, მართლებულად შეაფასოს“ იგი. საპატრიარქო „განკვეთით“ ემუქრება „ღონისძიების შემოქმედებს“.