Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სი ძინპინი და პუტინი ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს მოსკოვში ჩატარებული მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც „კიდევ უფრო აღრმავებს“ პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის.

დაახლოებით ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლის მდიდრულ ოთახში ერთად მსხდომმა ორმა ლიდერმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო მედიამ უწოდა „ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ახალი ეპოქის კოორდინაციისათვის". პუტინი და სი ძინპინი, როგორც წესი, რეგულარული შეხვედრების შემდეგ ვრცელ ერთობლივ განცხადებებს აქვეყნებენ ხოლმე.

შემდგომ გამოსვლებში ორივე ლიდერმა სცადა, მსოფლიო წესრიგის დაცვისა და გაუმჯობესების მთავარ ძალად წარმოეჩინა თავიანთი ურთიერთობა.

„დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და გლობალურ გაურკვევლობაში, რუსეთ-ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პარტნიორობა საერთაშორისო ასპარეზზე მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია“, - განაცხადა პუტინმა, კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად.

სი ძინპინმა კი ორი ქვეყანა „საერთაშორისო საზოგადოების სტაბილურ, პოზიტიურ და პროგრესულ ძალებად“ შეაფასა და მოუწოდა მათ, ერთად იმუშაონ „გლობალური მმართველობის სწორი მიმართულებით წარმართვისა და ყველასთვის სასარგებლო ინკლუზიური ეკონომიკური გლობალიზაციის ხელშეწყობის მიზნით“. სი ძინპინმა გამოიყენა ტერმინოლოგია, რომელსაც პეკინი ჩვეულებრივ ვაშინგტონის კრიტიკისას იყენებს ხოლმე და თქვა, რომ რუსეთს და ჩინეთს „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ ეკისრებათ „ცალმხრივი დინებისა და ძლიერთა ჰეგემონიური პრაქტიკის საერთაშორისო კონტრდინების“ წინაშე.

სი ძინპინი რუსეთში ოთხშაბათს ჩავიდა ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით. ის დაესწრება პუტინის მიერ დაგეგმილ გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი და სისხლიანი ომის ფონზე ჩატარდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus