Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პუტინის ცალმხრივი ზავის პირველმა ღამემ დრონებით თავდასხმის გარეშე ჩაიარა

რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ზავის პირობებში უკრაინის ცაზე უპილოტო საფრენი აპარატები არ გამოჩენილა, თუმცა იტყობინებიან სუმის ოლქის დაბომბვის შესახებ.

სუმის ოლქში ბომბის ჩამოგდებაზე ცნობა უკრაინის საჰაერო ძალებმა 8 მაისის ღამის 03:00 საათისთვის გაავრცელეს.

არ შეინიშნება უკრაინული დრონებით რუსეთის ქალაქებზე მასირებული იერიშიც - თუ წინა დღეებში რუსული მხარე ასობით უკრაინული დრონით იერიშისა და ამ დრონების ჩამოგდების შესახებ იტყობინებოდა, ხუთშაბათს ღამით რამდენიმე და მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაცია გავრცელდა უკრაინული დრონების გამოჩენაზე.

პუტინის მიერ 28 აპრილს ცალმხრივად გამოცხადებული დროებითი ზავი გრინვიჩის დროით 10 მაისის 21:00 საათამდე იმოქმედებს და უკავშირდება მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს. "დიდ სამამულო ომში გამარჯვების" 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ჩასვლას 20-მდე ქვეყნის ლიდერებიც აპირებენ.

ზავის გამოცხადებაზე უკრაინასთან რაიმე სახის მოლაპარაკება არ გამართულა, გარდა რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ კიევმაც უნდა მისდიოს ამ მაგალითს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო პუტინის მიერ 28 აპრილს ცალმხრივად გამოცხადებული დროებითი ზავი. მან ზავს „დიდი თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინა მზადაა ზავისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ არა სამი, არამედ 30 დღით.

სააღდგომოდ, 20 აპრილს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus