Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი: "რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს მოუწევს შეცვლა"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 მაისს კიევის ცენტრში მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა ჩაწერა, „დამოუკიდებლობის მოედანზე ცხოვრებასა და წითელ მოედანზე შიშის აღლუმს შორის სხვაობის“ სადემონსტრაციოდ.

„დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ, ყველასთან ერთად, ვინც 80 წლის წინ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდა, რათა ბოროტება დამარცხებულიყო და ეს აღარასდროს მომხდარიყო. სამწუხაროდ, სამი წლის წინ ეს კვლავ მოხდა და ისევე, როგორც ადრე, კიევის თავზე კვლავ გაისმა საჰაერო განგაშის ხმა და ბოროტებამ ჩვენს უკრაინულ მიწაზე კვლავ მოაღწია. სამი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვის ჩაწერის დროს, აქ რუსული ტექნიკა დაწვეს", - თქვა ზელენსკიმ.

მისი სიტყვებით, ხვალ “აგრესორი სახელმწიფოს“ დედაქალაქში იქნება ტანკების კოლონები, „მკვლელების სამხედრო მარში“, „იქნება ცინიზმის აღლუმი".

„ტყუილის აღლუმი. თითქოს ნაციზმი არა ათობით მოკავშირე სახელმწიფომ, არამედ თავად პუტინმა დაამარცხა. თითქოს მან საკუთარი ხელით აღმართა გამარჯვების დროშა ბერლინში, რაიხსტაგზე. მადლობა ღმერთს, უკრაინამ ამ ჭაობს თავი დააღწია. მადლობა ღმერთს, უკრაინას არ დავიწყებია, რომ 80 წლის წინ ათობით ერი იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან გაიხსენა, რომ მეორე მსოფლიო ომში 8 მილიონი უკრაინელი დაიღუპა, და თითქმის ყველა უკრაინელის ოჯახშია გმირი, რომელიც იბრძოდა და ახლაც ებრძვის ბოროტებას.

ზელენსკის სიტყვებით, "რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს მოუწევს შეცვლა, როგორც ეს 80 წლის წინ მოხდა, როცა ნათელი გახდა, რომ ბოროტების დამშვიდება შეუძლებელია, ყველა ერთად უნდა შეებრძოლოს მას".

მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც "დიდ სამამულო ომში გამარჯვების" 80 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მოსკოვში 20-მდე ქვეყნის ლიდერებს ელიან.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus