Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მაღალი წოდების სამხედროების შემცირებას აპირებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-ის სამხედრო ძალების უმაღლესი რანგის ოფიცრების შემცირების განკარგულება გამოსცა, როგორც Bloomberg-ი წერს, ეს პოტენციურად გამოიწვევს კონგრესთან დაპირისპირებას, რომელმაც ეს ცვლილება უნდა დაამტკიცოს.

ორშაბათს გამოქვეყნებულ მემორანდუმის თანახმად გათვალისწინებულია აქტიურ სამხედრო სამსახურში მყოფი ოთხვარსკვლავიანი ჩინოსნების 20%-ით, ეროვნული გვარდიის ყველა ოფიცრის 20%-ით და გენერლებისა და ადმირალების კიდევ მინიმუმ 10%-ით შემცირება.

„მეტი გენერალი და ადმირალი მეტ წარმატებას არ ნიშნავენ“, - განაცხადა ჰეგსეთმა ორშაბათს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც განმარტა, რომ „ეს არ არის მაღალი რანგის ოფიცრების დასასჯელად" მიმართული ნაბიჯი. მისი განმარტებით, შეთავაზებული ცვლილებები გაერთიანებული შტაბების უფროსებთან კოორდინაციით ჩატარებული „სათათბირო პროცესის“ შედეგია და მიზნად ისახავს სამხედროების მზადყოფნისა და ეფექტურობის მაქსიმიზაციას პოტენციური კონფლიქტისთვის.

„ჩვენ ვაპირებთ რესურსების გადანაწილებას გაბერილი შტაბ-ბინებიდან ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებზე“, - თქვა ჰეგსეთმა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის 12-მილიონიანი შეიარაღებული ძალები იმართებოდა 17 ოთხ და ხუთვარსკვლავიანი ოფიცრით.

„დღეს ჩვენ გვყავს 2.1 მილიონი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 44 ოთხვარსკვლავიანი გენერალი და ადმირალი”, - თქვა მან.

კონგრესის კვლევითი სამსახურის 2024 წლის მარტის ანგარიშით, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აშშ-ში სულ 37 ოთხვარსკვლავიანი ოფიცერი იყო.

რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი ერთდროულად რამდენიმე თანამდებობას იკავებს - მაგალითად, აშშ-ის ევროპული სარდლობის უფროსი ასევე არის ნატოს უმაღლესი მოკავშირეთა მთავარსარდალი ევროპაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus