Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Times: უკრაინაში, შესაძლოა, გაიგზავნოს 10 ათასზე მეტი მშვიდობის დამცველი

ე.წ. "მოსურნეთა კოალიცია", რომლის წევრებიც მზად არიან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში იქ თავიანთი სამხედროები გაგზავნონ მშვიდობის შენარჩუნების გარანტიად, მზადაა ჩამოაყალიბოს კონტინგენტი, რომლის რიცხვიც 10 ათასს გადააჭარბებს. ეს ინფორმაცია, ბრიტანეთის გამოცემა Times-ის თანახმად, 15 მარტს გამოაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე.

Times-ის თანახმად, მას ბრიტანეთის მთავრობის მაღალი რანგის წყაროებმა აცნობეს, რომ მისიაში მონაწილეობისთვის მზადაა არაერთი ქვეყანა, თუმცა კონტინგენტის ძირითადი ნაწილი ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედროებით იქნება დაკომპლექტებული. სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთი სამხედროების გასაგზავნად მზად არ არიან, გამოთქვამენ მზაობას მისიისთვის დახმარების გაწევაზე იარაღით, მატერიალური, ტექნიკური და სადაზვერვო მხარდაჭერით. იუწყებიან, რომ საერთო ჯამში საუბარია 35-მდე სახელმწიფოზე. იმის შესახებ, შედის თუ არა მათში აშშ, ცნობები არ არის. მანამდე ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერები აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას განმსაზღვრელ ელემენტს უწოდებდნენ უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო მისიისთვის, იმ შემთხვევაშიც, თუკი კონტინგენტში ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებოდნენ.

ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 29 ქვეყნის ლიდერებმა - მათ შორის ევროკავშირის წევრების უმეტესობის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის ლიდერებმა, ასევე ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ. უფრო ადრე პარიზსა და ლონდონში გამართულ შეხვედრებზე დასავლეთის ქვეყნებმა გამოაცხადეს "მოსურნეთა კოალიციის" შექმნაზე - ანუ ქვეყნების ჯგუფზე, რომლებიც მზად არიან უკრაინის დასახმარებლად. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გამოთქვეს მზაობა თავანთი სამხედროები მიავლინონ სამშვიდობო მისიით, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ.

კრემლს ბევრჯერ აქვს გამოცხადებული, რომ მისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროების ყოფნა. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა - რომელიც, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის შეფასებით, ხშირად გამოდის განზრახ რადიკალური და არადიპლომატიური განცხადებებით - კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების სამხედროთა უკრაინაში ყოფნა შედეგად მოიტანს "ომს ნატოსთან". მედვედევი წერს, რომ მშვიდობის დამცველები უნდა იყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინაში უცხოელი სამხედროების განთავსებაზე, თუკი ამ კონტინგენტს კიევი მიიწვევს. ამასთან, მაკრონის თქმით, სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შესაძლოა იყვნენ როგორც ევროპის სახელმწიფოების, ისე სხვა ქვეყნების სამხედროები.

"მოსურნეთა კოალიციის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინაში სამხედროების განთავსებაზე საუბარი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება იყოს - როგორც რუსეთის სამომავლო აგრესიის შემაკავებელ ფაქტორზე. რუსეთი ჯერ არც დათანხმებია და არც უარუყვია აშშ-ის წინადაადება ცეცხლის 30 დღიან შეწყვეტაზე - რასაც კიევი დათანხმდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus