Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სალომე ზურაბიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიით ქართულ თემატიკაზე პროექტი განხორციელდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს, 9 იანვარს, ახალ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მის დასახელებას 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ჯილდო, რომლითაც განხორციელდება პროექტი.

"ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო. მეორე მხრივ, ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც ჩვენ დავიწყებთ მუშაობს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებისას, მაკკეინის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ "ამ სტიპენდიის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის უზარმაზარ დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზის გასატარებლად თავის ქვეყანაში“.

„სალომე ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა თავის ქვეყანაში დემოკრატიულ მოძრაობას და შეუერთდა საპროტესტო მოძრაობას. 14 დეკემბერს პარლამენტმა, რომელიც უკანონოდ შეიკრიბა არჩევნების გაყალბების გახმაურებული შემთხვევების გამო და პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე, მონაწილეობა მიიღო ახალი პრეზიდენტის, ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევაში. მან თანამდებობა 29 დეკემბერს დაიკავა. დემოკრატიის აქტივისტებმა ეს პროცესი უკანონოდ გამოაცხადეს და პროტესტი განაგრძეს. ზურაბიშვილმა უარი თქვა გადადგომაზე და აღწერს თავისი ქვეყნის უკანონო ხელში ჩაგდებას. მაკკეინისა და კისინჯერის მსგავსად, ის განასახიერებს სახელმწიფოს მტკიცე მართვასა და თავისი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დაცვას. სენატორი მაკკეინი სოლიდარობას უცხადებდა ქართველებს 2008 წელს რუსეთის ინტერვენციის დროს. როგორც კისინჯერის სტიპენდიატი, ზურაბიშვილი გააგრძელებს პრინციპული, სტრატეგიული ლიდერობის ტრადიციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, დემოკრატიულ ბრძოლის ველზე“.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, არ ცნობს მიხეილ ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus