Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პიტერ სიიარტომ აშშ-ის ელჩის "პირადი შურისძიება" უწოდა ვაშინგტონის მიერ უნგრეთის მთავრობის წევრის მიმართ დაწესებულ სანქციებს

უნგრეთის ხელისუფლება აღაშფოთა უნგრეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლის, ანტალ როგანის, მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა და აცხადებს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას თეთრ სახლში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, შესვლის შემდეგ.

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ სამშაბათს გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესა უნგრეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელს, ანტალ როგანს, რომელიც უნგრეთში კორუფციულ სქემებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

"მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა პირებმა აქტივების უზარმაზარი იმპერიები ააშენეს, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა უნგრეთში დევიდ პრესმანმა პრესკონფერენციაზე, - ანტალ როგანი არის ამ კორუმპირებული სისტემის მთავარი არქიტექტორი, შემსრულებელი და ბენეფიციარი."

ამ განცხადების შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, როგანის მიმართ სანქციების დაწესებაში უნგრეთში აშშ-ის ელჩი დაადანაშაულა.



"ეს არის პირადი შურისძიება ელჩისა, რომელიც უნგრეთში აშშ-ის დამარცხებულმა ადმინისტრაციამ გამოგზავნა... რა კარგია, რომ რამდენიმე დღეში აშშ-ს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხედავენ მეგობარს და არა მტერს", - დაწერა ფეისბუკში პიტერ სიიარტომ.

უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ეტაპობრივად უარესდებოდა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში. ნაწილობრივ ამის მიზეზი ისაა, რომ, უკრაინის ომის მიუხედავად, ბუდაპეშტს თბილი ურთიერთობები აკავშირებს მოსკოვთან.



ამავე დროს ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მხურვალე მხარდამჭერად ითვლება ევროპაში.



როგანი „უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის“ სიაში შეიყვანეს „მაგნიტსკის გლობალური კანონის“ შესაბამისად, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დამრღვევთა და საერთაშორისო მასშტაბის კორუფციაში მონაწილეთა წინააღმდეგ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus