Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში წარმატებული იერიშები განახორციელა - ISW, რუსი და უკრაინელი ბლოგერები

5 იანვარს უკრაინის ჯარმა განაახლა შეტევითი ოპერაციები რუსეთის კურსკის რეგიონში მინიმუმ სამი მიმართულებით და მიაღწია ტაქტიკურ წინსვლას, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.


რუსული წყაროები, სამხედრო ბლოგერები და კორესპონდენტები ირწმუნებიან, რომ უკრაინის ჯარმა სამ ტალღად ჩაატარა რამდენიმე მექანიზებული შეტევა სუჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით ბატალიონის ზომის უკრაინული ჯავშანტექნიკა. კურსკში კონცენტრირებულმა უკრაინელმა სამხედროებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ლეონიდოვოს მიმართულებით (კორენევოს სამხრეთ-აღმოსავლეთით) და ჩაატარეს გაძლიერებული ოცეულის მექანიზებული შეტევა სუჯის მიდამოში.


5 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები, ანალიტიკოსების დაკვირვებით, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები დაწინაურდნენ დაბა ბერდინის სამხრეთ-დასავლეთით და შევიდნენ დასახლებული პუნქტის სამხრეთ ნაწილში.




უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი კოვალენკომ 5 იანვარს განაცხადა, რომ "რუსეთის ჯარებს კურსკში რამდენიმე მიმართულებით დაესხნენ თავს, რაც მათთვის მოულოდნელი იყო."


ამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი შეტევა წამოიწყეს კურსკის რეგიონში. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ "კარგი ამბავი" მოდის კურსკის რეგიონიდან და რომ რუსეთი "იღებს იმას, რასაც იმსახურებს." სხვა კონკრეტული ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის კურსკის რაიონში მიმდინარე შეტევითი ოპერაციის შესახებ არ გაუვრცელებია.


2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინელმა სამხედროებმა შეტევის შედეგად დაიკავეს რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის ნაწილი. შემდგომში, როგორც ვარაუდობენ, რუსეთმა ამ ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი დაიბრუნა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ უკავიათ სუჯა და დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus