Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკი პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა მხოლოდ ტრამპთან მოლაპარაკების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, შეხვდება და მისგან მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა ამერიკელი ინტერვიუერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში, რომელსაც 5 იანვარს სამსაათიანი ინტერვიუ მისცა. ფრიდმანმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა იანვარში სამეულის - მისი, ტრამპისა და პუტინის - შეხვედრა შედგეს, რათა ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებით.

ზელენსკიმ უპასუხა, რომ 25 იანვარს ან სხვა დღეს, პირველ ყოვლისა ტრამპთან შეხვედრა უნდა შედგეს და შეთანხმდნენ, როგორ შეიძლება ომის და პუტინის შეჩერება. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, თუ აშშ-ის პრეზიდენტისგან იქნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების წინადადება, ამის შემდეგ შესაძლებელია რუსებთან ლაპარაკი.

„სწორედ ასე და არა უბრალოდ, მაშინვე სამივეს ერთად დასხდომა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში თავისი ხმა ჰქონდეს ევროპასაც.

ზელენსკის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტამდე კიევს სჭირდება უსაფრთხოების მყარი გარანტიები და იარაღი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი პუტინს მისცემს გარკვეული დროის შემდეგ ახალი შეტევის დაწყების შესაძლებლობას.

აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს არ გამორიცხა, რომ მისი და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ინაუგურაციიდან მალევე შედგება. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

2024 წლის 19 დეკემბერს, მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის და წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის და თანახმაა მას შეხვდეს.

ტრამპს პრეზიდენტობის პირველ ვადაში პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება შეუძლია, თუმცა როგორ, არ აკონკრეტებდა. ტრამპი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევას.

2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში „საშინელი ომი" უნდა დასრულდეს და აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus