Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდსა და თბილისში პატივი მიაგეს საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას

ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროევროპული აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას.

პროტესტის 39-ე დღეს მოქალაქეებმა მდუმარე აქცია მოაწყვეს, სიტყვით გამოსვლებისა და მუსიკის გარეშე.

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საბერიო-ფახულანის ე.წ საზღვართან მივიდნენ და სიმბოლურად სანთლები აანთეს.

პროტესტის მონაწილეების თქმით, “საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული, ყველა ბავშვი იქნება ბედნიერი და არავის დავკარგავთ სიღარიბისა და რესურსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობის გამო”.

საბერიოში მომხდარი ტრაგედიას თბილისში მიმდინარე აქციაზეც გამოეხმაურნენ და სანთლები დაანთეს.

5 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ერთი ოჯახის ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

მომხდარის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

უბედური შემთხვევის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება - რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.

ჩვენი ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით კი, გამთენიისას ცეცხლის დანთებისას ბებიამ შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი ჩაასხა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ბებია გადარჩა და გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის დროს, პატარების მშობლები ზუგდიდში იმყოფებოდნენ.

ბავშვები მშობლებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ. ისინი ოკუპირებულ საბერიოში ბებიასთან საახალწლო არდადეგებზე იყვნენ ჩასული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus