Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პია კაუმას წერილით მიმართავს “კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმასადმი მიწერილ წერილში სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება წერს, რომ მისი ვიზიტი საქართველოში მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, „თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას“, რადგან, როგორც პოლიტიკური პარტიები შენიშნავენ, „ქართული ოცნების“ „თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას“.

ოპოზიციური პოლიტიკური ძალები პია კაუმასადმი დაწერილ წერილში აღნიშნავენ, რომ ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება.

ისინი მადლობას უხდიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის, თუმცა იქვე შენიშნავენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით.

„ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას. შედეგად, დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული „პარლამენტი“ და მისი მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები. დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას“ - წერია პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

ისინი ასევე მიუთითებენ, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიზანი დღეს საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა, მაგრამ მათი განცხადებით, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს „კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული გადაწყვეტილება“ უწოდა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა, რომელმაც თავისი მოსაზრება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

მოგვიანებით კი პია კაუმას მოსალოდნელ ვიზიტს საქართველოში კრიტიკულად არაერთი სხვა დასავლელი პოლტიკოსიც გამოეხმაურა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus