Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, შეტევა დაიწყეს კურსკის ოლქის ქალაქ სუჯიდან

უკრაინელმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, შეტევა დაიწყეს კურსკის ოლქის ქალაქ სუჯიდან. ამის შესახებ წერენ რუსი „სამხედრო კორესპონდენტები“ და „Z-არხები“.


ამის შესახებ განაცხადა ასევე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ. ეს ინფორმაცია ირიბად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა ანდრი ერმაკმა, რომელმაც დაწერა: „კურშჩინა, კარგი ამბებია, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“.


უკრაინელთა იერიში ფაქტობრივად დაადასტურა რუსეთმაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოიერიშე ჯგუფმა მარცხი განიცადა.


ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრის მოადგილის თქმით, შეტევა მიმდინარეობს ბოლშოე სოლდატსკოეს მიმართულებით.


ამ სოფლის მიმართულებით იერიშის შესახებ წერს ტელეგრამის არხი „ოპერაცია Z“. ზოგიერთი ტელეგრამის არხი მიიჩნევს, რომ ბოლშოე სოლდატსკოეზე დარტყმა „სავარაუდოდ ყურადღების გაფანტვას“ ისახავს მიზნად.




რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს მყოფი ტელეგრამის არხი „რიბარი“ ირწმუნება, რომ ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ ბერდინის მიდამოებში, სუჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით.


Z-არხების თანახმად, შეტევაში მონაწილეობს ჯავშანტექნიკა, ნაღმების გამწმენდი მანქანები, ასევე ელექტრონული ბრძოლის საშუალებები, რომლებიც, როგორც ამბობენ, წარმატებით უწევენ წინააღმდეგობას რუსულ დრონებს. რუსული არხი „მიგ როსიი“ ირწმუნება, რომ უკრაინის სამხედროებს „ლოკალური წარმატებები“ აქვთ.


კურსკის ოლქის ოპერატიულმა შტაბმა რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოაცხადა.


2024 წლის ზაფხულში უკრაინელმა სამხედროებმა შეტევის შედეგად დაიკავეს რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის ნაწილი. შემდგომში, როგორც ვარაუდობენ, რუსეთმა ამ ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი დაიბრუნა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ უჭირავთ სუჯა და დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus