Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ვადასტურებთ ნათია მერებაშვილის პოსტიდან წასვლას, სხვა ყველაფერი სპეკულაციაა“ - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა რადიო თავისუფლებას უდასტურებს ტვ "პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ნათია მერებაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

პროკურატურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ნათია მერებაშვილმა ნამდვილად დატოვა დაკავებული პოსტი და რომ ის ახალ წლამდე დაემშვიდობა თანამშრომლებს.

„რაც შეეხება იმ მიზეზს, რაც მედიით ვრცელდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.

5 იანვარს ტვ "პირველის" და შემდგომ სხვა მედიების ეთერით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნათია მერებაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად „რეჟიმის ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკა“ დაასახელა და თანამშრომლებთან დამშვიდობებისას თქვა, რომ „ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, სანდრო ბარამიძე აცხადებს ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუში, ნათია მერებაშვილი განსხვავდებოდა „ყველაფრის შემსრულებელი კორუმპირებული პროკურატურის პროკურორებისგან“ და მას უკვირდა კიდეც, რომ ის ამდენ ხანს რომ შემორჩა ამ პროკურატურას:

"თუ ის იმ მიზეზით წავიდა პოსტიდან, რაც გაცხადდა, რომ ასეთ ვითარებაში აღარ შეეძლო მუშაობა, მისი ნაბიჯი არის სწორი და მისასალმებელი“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ნათია მერებაშვილი ბოლო 18 წელია მუშაობს უწყებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

თავად ნათია მერებაშვილს საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ჩვენ ვეცადეთ მასთან დაკავშირებას, თუმცა პროკურატურაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ის "არ არის ტელეფონზე ხელმისაწვდომი".

ნათია მერებაშვილთან დაკავშირების შემთხვევაში, მასაალ განახლდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus