Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"საბერიოში მომხდარი ტრაგედია იმ გამოწვევებს წარმოაჩენს, რაც აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას" - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს.

მისი სიტყვებით, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს:

„სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით“, - წერს სახალხო დამცველი.

სამძიმრის წერილი გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც:

„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას“, - ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ საბერიოში მომხდარს გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც:

"არ არსებობს სიტყვა, რომელიც საბერიოში მომხდარი ტრაგედიის ტკივილს გამოხატავს. ვიზიარებ ოჯახის და მათი ახლობლების მწუხარებას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

5 იანვარს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ერთი ოჯახის ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

მომხდარის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus