Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვენესუელის ხელისუფლებამ ჯილდო დააწესა მადუროს მთავარი მეტოქის ედმუნდო გონსალესის შესახებ ინფორმაციისთვის

ვენესუელის ხელისუფლება აცხადებს, რომ 100 000 დოლარს გადაიხდის იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ედმუნდო გონსალესის დაკავებას შეუწყობს ხელს.

 


გონსალესმა, რომელიც ესპანეთშია, განაცხადა, რომ ვენესუელაში ჩასვლას მადუროს ინაუგურაციის დღეს, 10 იანვარს აპირებს და ფიცსაც დადებს. ვენესუელის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დღისთვის გონსალესის ფოტოები წარწერით "ძებნილია" ყველა აეროპორტსა და სახმელეთო საზღვრის პუნქტზე გაიკვრება.


ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 51%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო.

გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის კანდიდატი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი იყო, ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებდა, რომ რეალურად გონსალესმა გაიმარჯვა ხმების 70%-ზე მეტით. ედმუნდო გონსალესის გამარჯვება დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა.


2024 წლის ივლისში, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების და გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს გამოცხადებას ვენესუელაში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. არჩევნების შედეგები არ აღიარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირმა.



სექტემბერში ვენესუელის სასამართლომ გასცა ედმუნდო გონსალესის დაპატიმრების ორდერი კანონებისადმი დაუმორჩილებლობისკენ წაქეზების და საბოტაჟის ბრალდებებით. გონსალესმა, რომელიც თავს ესპანეთის საელჩოს აფარებდა, ქვეყანა დატოვა.


ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.






 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus