Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

1 იანვრიდან „გაზპრომმა“ შეაჩერა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი

რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ მოსკოვის დროით დილის 8 საათზე შეაჩერა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო.


კიევმა დაადასტურა რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება. „ეს ისტორიული მოვლენაა, რუსეთი კარგავს ბაზრებს, ის ფინანსურ ზარალს განიცდის“, განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ. ეს ნაბიჯი გადაიდგა „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, ნათქვამია განცხადებაში.


კიევმა მანამდე უარი თქვა სატრანზიტო ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებებზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წლის დაწყებამდე ახალი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.


გაზსადენი რუსეთიდან უკრაინის გავლით შედის სლოვაკეთის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსული გაზის მიღება სურდა და უკრაინისგან ითხოვდა ხელშეკრულებების გაგრძელებას. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეფასებით, უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერებით ევროკავშირს წელიწადში 60-70 მილიარდი ევროს ზარალი მიადგება. ფიცომ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა ღია წერილით, რომელშიც უკრაინა და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა გაზის ტრანზიტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამო. მისი თქმით, ევროკავშირის ზარალი შეუდარებელია რუსეთის ზარალთან, რომელიც მან ორ მილიარდ ევროდ შეაფასა.


რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები არიან სლოვაკეთი და ავსტრია. ექსპერტების აზრით, მიწისქვეშა საცავებში გაზის დიდი მარაგის გამო ბრატისლავა ორი-სამი თვის განმავლობაში გაძლებს რუსული მარაგების გარეშე. ანალოგიური სიტუაციაა ავსტრიაშიც. ასევე შესაძლებელია ქვეყანაში გაზის შეზღუდული ნაკადები იტალიიდან და გერმანიიდან, აღნიშნავს „რბკ“.


უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერება, ანალიტიკოსების აზრით, ყველაზე დიდ დარტყმას მიაყენებს მოლდოვას.


არაღიარებულ დნესტრისპირეთში 1 იანვარს შეწყდა ცენტრალური გათბობა და ცხელი წყლით მომარაგება. ამის შესახებ კომპანია „ტირასტეპლენერგოს“ პრესსამსახური იტყობინება. შეფერხებები შეეხება საცხოვრებელ კორპუსებს, საბიუჯეტო დაწესებულებებსა და საკუთრების ყველა ფორმის ორგანიზაციას, გარდა სამედიცინოსა. ცხელი წყლისა და გათბობის აღდგენას ორი კვირა დასჭირდება, აცხადებენ კომპანიაში.


ამასთან, მიწოდების შეწყვეტას სერიოზული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, აღნიშნავს Reuters-ი. 2022 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად ამცირებენ დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, გადადიან მიწოდებაზე აშშ-იდან, ნორვეგიიდან და კატარიდან. ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთმა დაკარგა დომინანტური პოზიცია ევროპის გაზის ბაზარზე.


2024 წელს რუსეთმა ევროპას დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა (ექსპორტის მოცულობის ნახევარი), რამაც მას დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი მოგება მოუტანა. ამ მოცულობის სწრაფად კომპენსირება შეუძლებელი იქნება ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ასევე ჩინეთისკენ გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების გარეშე, წერს „რბკ“.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus