Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პოლონეთმა უნგრეთი შეცვალა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლში

2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი შეუდგა ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობების შესრულებას, ნახევარი წლის ვადით.  პოლონეთმა ამ როლში უნგრეთი შეცვალა.


პოლონეთის ევროკავშირის საქმეების მინისტრი, ადამ შლაპკა აცხადებს, რომ ვარშავის თავმჯდომარეობის მთავარი პრინციპი იქნება "უსაფრთხოება, ევროპა". პოლონეთი გეგმავს კონცენტრაციას უსაფრთხოების შვიდ ასპექტზე: საგარეო, საშინაო, საინფორმაციო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, საკვების წარმოებისა და ჯანდაცვის სფეროებზე.


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ბოლო თვეებში აცხადებდა, რომ ევროკავშირმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. "ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კავშირები აშშ-სთან, მაგრამ ევროპა უნდა გახდეს დამოუკიდებელი, უნდა დადგეს ფეხზე. შიშისა და რუსეთთან მიმართებით დაურწმუნებლობის ეპოქა უნდა დასრულდეს" - გერმანული მაუწყებლის, DW-ის თანახმად, ტუსკი ამ განცხადებით გამოვიდა ნოემბრის ბოლოს, სკანდინავიისა და ბალტიის სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრამდე.


პოლონეთის პრემიერი ასევე აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შესაძლო მოლაპარაკებაში უნდა მონაწილეობდნენ არა მხოლოდ აშშ და რუსეთი, არამედ თავად უკრაინა და ევროკავშირიც.


ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან მიმართებით პოლონეთის მიდგომა განსხვავდება უნგრეთის დამოკიდებულებისგან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე წინასწარი პირობების დაწესების გარეშე და უკრაინას ფაქტობრივად უარს ეუბნება მხარდაჭერაზე.


პოლონეთის პრეზიდენტობის პერიოდის დაწყების აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია 3 იანვარს, ვარშავაში გაიმართება.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus