Добавить новость

Сестра создателя ChatGPT Сэма Альтмана обвинила его в сексуальном насилии

Метеоролог Тишковец: снежный покров уменьшился в Москве

Корабли НАТО в Балтийском море будут охранять подводную инфраструктуру после серии инцидентов с повреждением кабелей

От первого русского авиатора до личного пилота Хо Ши Мина: 50 исторических фигур летного Татарстана

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რა ვნახეთ: როგორ გადაიღეს რადიო თავისუფლების ფოტოგრაფებმა 2024 წლის საუკეთესო ფოტოები

 


უკრაინის გაყინული სანგრებიდან ცენტრალური აზიის ბაზრებამდე - ჩვენი ფოტოგრაფები განმარტავენ, როგორ "დაიჭირეს ისტორია" 2024-ში.




არბენ ჰოტის ფოტო

კოსოვოს საზღვართან ჩრდილო-აღმოსავლეთ ალბანეთის შორეულ სოფელ ბორჯეში გამგზავრებისას ჩვენი პირველი მცდელობის დროს მესაზღვრეებმა უკან გაგვაბრუნეს. ერთი დღის შემდეგ მოგზაურობის ნებართვით დავბრუნდით და ბოლოს შესვლის უფლება მოგვცეს.


ბორჯეში ადგილობრივ ოჯახთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ გვეამბა იმ სირთულეებზე, რაც ხვდება ამ სოფლის 900-მდე ხანდაზმულ მცხოვრებს, რომლებიც ზამთარში გაუვალი გზების გამო დიდწილად მოწყვეტილნი არიან სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებს ალბანეთში. მომარაგება და ჯანდაცვა ხელმისაწვდომია მხოლოდ საზღვრის გასწვრივ, კოსოვოს ქალაქ დრაგაში.


ჩვენ ვიხილეთ ადგილობრივი მცხოვრებლის შატე პალინჩის წარმოუდგენელი გამძლეობის დემონსტრირება, როცა მან 12 წლის ვაჟი გამთენიისას კოსოვოში სამედიცინო შემოწმებაზე წაიყვანა, რამდენიმე საათის შემდეგ კი დაბრუნდა ოჯახში საკვებით. ის ოჯახს ძირითადად დამოუკიდებლად უძღვება.


ამ ფოტოზე ასახულია პალინჩი, რომელიც ჯორზე შემომჯდარი მიდის ნაკადულთან ბორჯეში, სადაც ცხოველი შეძლებს წყლის დალევას. ჩემთვის ეს ფოტო ხაზს უსვამს ასეთ იზოლაციაში მცხოვრებთა ყოველდღიურ ბრძოლას და ძალას.




სერგეი ნუჟნენკოს ფოტო

დღე გავატარეთ 25-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის პოზიციებზე, შემდეგ შებინდებისას წამოვედით ფრონტიდან ჯარების როტაციით. რამდენიმე ჯარისკაცი უყურებდა ცას – მზად იყვნენ ჩამოეგდოთ ნებისმიერი რუსული FPV დრონი.


დრონებმა რადიკალურად შეცვალეს ამ ომის მიმდინარეობა. ადრე ფრონტის პოზიციებზე წვდომა შედარებით მარტივი იყო - ახლა ეს ძალიან საშიშია. სადაზვერვო დრონებს შეუძლიათ თვალი ადევნონ შენს მოძრაობებს ფრონტის ხაზებიდან 10-15 კილომეტრშიც კი, ხოლო მოახლოებისას კვადროკოპტერებს, რომლებსაც აკონტროლებენ ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელების მეშვეობით, შეუძლიათ ჩვეულებრივად იფრინონ, რადგან მათი ჩახშობა ვერ ხერხდება.


სამი ჩვენგანი პიკაპის სატვირთოს უკანა ნაწილში ჩავეტენეთ და მაქსიმალურად შევვიწროვდით, რათა ჯარისკაცებისთვის ხელი არ შეგვეშალა. ვცდილობდი, არ მეფიქრა სულ რაღაც კილომეტრში რუსეთის პოზიციებზე და იმაზე გვითვალთვალებდნენ თუ არა მათი დრონების ოპერატორები.


ჩემი საქმე იყო ფოტოების გადაღება, მაგრამ ჩამობნელებული შუქი, მტვერი და უსწორმასწორო გზა კონცენტრირებას თითქმის შეუძლებელს ხდიდა.


მანქანამ მინდვრებში იფრინა საათში 120 კილომეტრით, მზესუმზირების გასწვრივ, რომლის მოსავალსაც არასდროს აიღებენ.




მზია საგანელიძის ფოტო

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს, პარლამენტის წინ ქუჩა სწრაფად გაივსო მომიტინგეებით.


ამ საპროტესტო აქციების პირველ ღამეს, 28 ნოემბერს მთავრობამ ძალადობრივად დაარბია მომიტინგეები სპეცრაზმით, მაგრამ ამან, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გააბრაზა მოქალაქეები. მეორე დღეს ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვიდა.


უშიშროების ძალების მხრიდან ერთკვირიანი ძალადობისა და ძალის გადამეტების ფონზეც კი, ეს ღამე გამოირჩეოდა იმით, რომ სპეცრაზმელი მეგაფონის მეშვეობით დემონსტრანტებს აყენებდა შეურაცხყოფას და აშინებდა; ის ემუქრებოდა ადამიანების დედებს, იგინებოდა და აქციის მონაწილეების სახლებში მისვლის პირობასაც კი დებდა.


ეს იყო ჩემთვის ყველაზე წარმოუდგენელი: რომ ამ ქვეყანაში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გრძნობს აბსოლუტურ დაუსჯელობას.


ეს ფოტო პარლამენტის უკანა შესასვლელთან გადავიღე, სადაც სპეცრაზმი იყო განთავსებული. იქ შეკრებილი ძირითადად ახალგაზრდა ხალხი მათკენ ისროდა სხვადასხვა ნივთს და ფერადი ბოლის კაფსულებს, პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და პასუხს სთხოვდნენ წინა ღამის ძალადობის გამო.


 




ვიალეტა საუჩიტსის ფოტო

იმ საღამოს ვილნიუსის ევანგელურ-რეფორმირებული ეკლესია სავსე იყო დევნილი ბელარუსელებით, რომლებმაც დღისით ლიეტუვის დედაქალაქის ქუჩებში მარში გამართეს. ეს ფოტო გადაღებულია იმ დროს, როდესაც გუნდმა შეასრულა ცნობილი ბელარუსული ჰიმნი "მაგუტნი ბოჟა" (ყოვლისშემძლე ღმერთი). სიმღერა 2020 წელს ბელარუსში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების სიმბოლოდ იქცა.


წარმოდგენის მანძილზე დავინახე, რომ ხალხი ტიროდა. ერთი ქალი მომიბრუნდა და მითხრა: "მე დამბურძგლა. ეს მუსიკა აბრუნებს მოგონებებს - და იმედს".


იძულებით გადასახლებამდე თავისუფალი გუნდი მღეროდა ანტისამთავრობო მომიტინგეების მხარდასაჭერად, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წინააღმდეგობის ძალადობრივ ჩახშობას. გუნდის ბევრი წევრი რამდენჯერმე დააკავეს. დღეს ისინი გამოდიან ევროპის დედაქალაქებში და ამაღლებენ ცნობიერებას ლუკაშენკას რეჟიმის ქვეშ მცხოვრები ბელარუსელების მძიმე მდგომარეობის შესახებ.




ამოს ჩაპლის ფოტო

რუმინელი ლიპოვანები არიან ეთნიკური რუსების შთამომავლები, რომლებიც გაიქცნენ ყოფილი რუსეთის იმპერიის განაპირა ტერიტორიებზე, რათა თავი აერიდებინათ რელიგიურ დევნას მე-17 საუკუნეში. სააღდგომო შაბათ-კვირის მანძილზე, რუმინეთის ლიპოვანური სოფლების ეკლესიები ხსნიან სამრეკლოებს ნებისმიერისთვის ვისაც სურს, რომ მოვიდეს და ზარები დარეკოს.


ქუჩაში ზარების რეკვა აღდგომას ხიბლს მატებს. ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ლიპოვანები ერთმანეთს ესალმებიან ფრაზით: „ქრისტე აღდგა“, რაზეც პასუხია „ჭეშმარიტად აღდგა“. თუმცა სამრეკლოების შიგნით, საშინელი ხმაურია. როცა ამ სამრეკლოზე ავედი, შევესწარი ამ სცენას, სადაც ადგილობრივი კაცები და ბიჭები რიგრიგობით ცდილობდნენ ზარების სიმრავლეში მელოდიის შექმნას.


დამაყრუებელი იყო, მაგრამ რაც უნდა უცნაურად ჩანდეს, ამ ფოტოს კადრს მიღმა რამდენიმე კაცი იჯდა ამ გრუხუნში და უყურებდა, როგორ აჟღერებდნენ ზარის მრეკავები მელოდიებს. ამ ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ მალევე დავკარგე სმენა მარცხენა ყურში. რამდენიმე კვირის შემდეგ გამიარა, მაგრამ დღემდე, თუ თავი წყალქვეშ მაქვს, იმავე ყურში მომენტალურად მეჭედება წყალი და ისევ ვკარგავ სმენას.




ვესელინ ბორიშევის ფოტო

7 ნოემბერი მე-19 საუკუნის სერბო-ბულგარული ომის მნიშვნელოვანი ბრძოლის დღეა და ნაციონალისტებმა ბულგარელების შეურაცხყოფად მიიჩნიეს ამ ღამეს სპექტაკლ “იარაღი და ადამიანის" პრემიერის გამართვა. პიესა ამ კონფლიქტზე არის დაფუძნებული.


ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელმა თეატრის წინ გამართა პროტესტი, ისინი ლოცულობდნენ დაღუპული ჯარისკაცების სულისთვის, და იქ იყვნენ ტრადიციულ ხალხურ სამოსში გამოწყობილი ბავშვები. კორდონი არ იყო და პოლიცია, უბრალოდ, იქვე იდგა პატარა ჯგუფებად და ეწეოდა სიგარეტს.


ხალხი მომრავლდა და უფრო ახმაურდა, შემდეგ ყველაზე ხანდაზმულმა მომიტინგემ, იოლო დენევმა, 84 წლის ნაციონალისტმა და პოლიტიკურმა კანდიდატმა, რომელიც ესწრება ქალაქში ყველა საპროტესტო აქციას, აწია მუშტი და დაიყვირა: "შეტევა!" შემდეგ ხალხი გაიქცა თეატრისკენ - პირდაპირ იქით, სადაც მე ვიდექი იმ დროს.


ხალხი ყვიროდა: "სირცხვილი! მალკოვიჩ, წადი სახლში!" ბოლოს პოლიცია ჩაერია და მათი შეჩერება სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თეატრის დირექტორი შენობიდან გამოვიდა და აქციის მონაწილეებთან გასაუბრება სცადა, თუმცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ხელს ჰკრავდნენ, ურტყამდნენ, აფურთხებდნენ და პერანგსა და ჰალსტუხზე ექაჩებოდნენ. ფოტოში მისი თავი ქვემოთ ჩანს. პოლიციამ როგორღაც მოახერხა მისი თეატრის დარბაზში დაბრუნება.


მაყურებელი თეატრიდან გააბრუნეს და სპექტაკლი იმ ღამეს მხოლოდ ჟურნალისტების ჯგუფისთვის ჩატარდა.




პეტრ ტროცენკოს ფოტო

ზაფხულში ჩავედი ძალიან ლამაზ ქალაქ ხუჯანდში მდინარე სირდარიის ფოტოპროექტის გამო. ჩასვლის დღეს ჩემმა ტაჯიკმა კოლეგამ ფარზონ მაშარიფოვმა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან მიმიყვანა: ფანჯშანბეს ბაზარში.


ცენტრალური აზიის ბაზრები ფოტოგრაფისთვის სრული ბედნიერებაა. ყოველთვის ხასხასა, ხმაურიანი და საინტერესოა და ხალხი უმეტესწილად არ წუხდება გადაღებით, თუმცა ყოველთვის კარგია ადგილობრივთან ერთად ყოფნა, რომ ხალხმა იცოდეს, ფოტოგრაფი ვარ და არა ჯაშუში!


გამოვიყენე კომპაქტური კამერა, რომელიც თითქმის ვერავინ შეამჩნია. ბევრი ფოტო გადავიღე მაგ დღეს, მაგრამ ყველაზე საინტერესო კადრი, როგორც ხდება ხოლმე, ბედნიერი შემთხვევითობა იყო.


ბაზარში წავაწყდი საყასბოს, რომლის წითელმა, თითქმის ჯოჯოხეთურმა განათებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ნათელი შუქი ეფინებოდა ხორცს და მომხმარებლისთვის მას უფრო მიმზიდველს ხდიდა. იქ იყო ქალი, რომელიც დახლთან იდგა და მის წასვლას დაველოდე, რომ გამყიდველის პორტრეტი გადამეღო. კადრის დასაფიქსირებლად რამდენიმე წამი მქონდა (ეს ბევრია ფოტოგრაფისთვის, მერწმუნეთ), და როგორც კი ქალი წავიდა, რამდენიმე ფოტო გადავიღე. ყასაბმა შემამჩნია ზუსტად მაშინ, როდესაც მას ფოტოს ვუღებდი და მომენტალურად დახლის უკან დაიმალა. მხოლოდ ამ ფოტოს გადაღება მოვასწარი.




მარიან კუშნირის ფოტო

ეს დანაყოფი იყო ტყეში რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით რუსული პოზიციებისგან, როდესაც დამპყრობელი ჯარი ცდილობდა უკრაინული ხაზების გარღვევას. თავშესაფარი იყო დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე ქვიშის ნიადაგში.


ექვსი ჯარისკაცი ე.წ. კურდღლის სოროში იყო, სადაც დასაძინებლად საკმარისი სივრცე არ არის. ზოგი მებრძოლი ცდილობდა, რომ თავშესაფარი უფრო საცხოვრებლად ვარგისი გაეხადა; სხვები წამიერად დასვენებას ცდილობდნენ. ყოველ 15 წუთში რუსული არმია მძიმე არტილერიით ბომბავდა პოზიციას. ზოგ მომენტში შეგეძლო დაგენახა, თუ რამხელა სტრესი იყო ეს ჯარისკაცებისთვის. იმ ღამეს ტემპერატურა ნულს ქვემოთ ჩამოვიდა და სანგრის სანთელი თავშესაფარში სითბოს ერთადერთი წყარო იყო. რაიმე უფრო თბილს შეიძლება პოზიცია გამოემჟღავნებინა სითბოს მიმართ მგრძნობიარე კამერებისთვის.


დღისით ტყეში გასვლა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მუდმივად ცეცხლის ქვეშ იყო. მას ვერდენის ტყეს ეძახდნენ, პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში გამართული ბრძოლის გამო.


ხეები კუნძებად იყო გადაჭრილი საარტილერიო ჭურვების გავარვარებული ფრაგმენტებისგან.


თითქმის ერთი წლის შემდეგ რუსულმა არმიამ გადალახა ხარკოვის რეგიონში უკრაინის თავდაცვითი ხაზები და ეს პოზიცია დაიკავა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Компания AZAL отменила сегодняшний рейс Баку - Казань из-за плана "Ковер"

160 млн даст Москва на твердотопливные котлы для Хакасии

Палестина ждет продолжения поддержки Сирии после отставки Башара Асада

От первого русского авиатора до личного пилота Хо Ши Мина: 50 исторических фигур летного Татарстана

Музыкальные новости

Релиз трека. Релиз новой песни. Релиз сингла. Релиз Музыкального альбома. Релиз стихотворения.

Baza: Стивен Сигал готов выступить на корпоративе в Москве за 200 тыс евро

Профилактическая акция Росгвардии «Безопасный Новый год» проходит в Смоленской области

Радио Менеджер. Ротация песен на Радио.

Новости России

ЦСКА интересуется Алеррандро

В 2025 году выйдет фильм о великом коми композиторе Александре Осипове

Жажда крови. Самые жестокие маньяки, которые орудовали в Москве

«Где-то оступился — сразу пишут»: Гуфу не нравится слава скандалиста

Экология в России и мире

Ясновидящая Кажетта назвала Зодиакальных везунчиков 2025 года

Почему не у всех планет есть спутники

Мария Погребняк публично обвинила Лерчек в разрыве с бывшим мужем

Пользователи Сети заподозрили Зепюр Брутян в беременности: видео

Спорт в России и мире

Арина Соболенко снялась для Harper's Bazaar и раскрыла тайны личной жизни

Калинская призналась, что хотела бы поменяться жизнями с Курниковой

Российский теннисист Даниил Медведев сообщил о рождении второго ребенка

Овечкин назвал Даниила Медведева лучшим спортсменом 2024 года

Moscow.media

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: как избавиться от отеков после новогодних праздников

От искры до пожара: дата-центры вредят энергоснабжению жилых домов в США, а с ИИ ЦОД всё станет только хуже

Старица

АвтоВАЗ не смог запустить продажи электромобиля ценой 4 млн рублей











Топ новостей на этот час

Rss.plus






160 млн даст Москва на твердотопливные котлы для Хакасии

Haval H7 для мировых рынков выходит 15 января. Эта машина сильно отличается от китайской модели, которую ждут в России

Якутские пенсионерки отпахали на вахте, чтобы встретить Новый год в Сочи. Сейчас они спасают Черное море от мазута

Корабли НАТО в Балтийском море будут охранять подводную инфраструктуру после серии инцидентов с повреждением кабелей