Добавить новость

Путин поручил минимизировать ущерб от мазута до повышения температуры

После праздников надо выйти на работу «огурцом»

Заявление участников научно-практической конференции на тему «Геополитика и будущее Армении»

Продлено полное ограничение движения для всех транспортных средств на участке федеральной трассы

World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„სანქციები - ეს მხოლოდ დასაწყისია!“ - ინტერვიუ კონგრესმენ ჯო უილსონთან

„ვნახეთ, რომ პუტინს ხელი მოეცარა მოლდოვასა და რუმინეთში, ახლა უკვე სირიაშიც - მისი [რუსეთის] გლობალური წარუმატებლობების სია თანდათან იზრდება... სამწუხაროდ, მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" გამოუვიდა და მიაღწია წარმატებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „მეგობარი აქტის“ ავტორი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ბოლო დღეებში მან 10-მდე პოსტი მიუძღვნა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. „მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“ - დაწერა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა წინადღეს, სანამ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ფინანსურ სანქციებს დააწესებდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ მილიარდერზე. წლის დასასრულს მან რადიო თავისუფლების კითხვებს უპასუხა.


რადიო თავისუფლება: ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა - ოღონდ წინა პრეზიდენტი ახალს არალეგიტიმურად აცხადებს, და როგორც ვხვდები, თქვენც იზიარებთ ამ მიდგომას, რადგან სწორედ სალომე ზურაბიშვილი მოიხსენიეთ, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში. როგორია ამ ორი პრეზიდენტის აღქმა ამერიკაში?




კონგრესმენი უილსონი: რა თქმა უნდა, [ჩემთვის] პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. და ამ შეხედულებას ძალიან ბევრი ამერიკელი იზიარებს. ვიმედოვნებდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა პუტინის ჩარევის აღკვეთა საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ამას დღეს ყველა იაზრებს ამერიკაში, ბაიდენის ადმინისტრაციაშიც კი. არის აღქმა, რომ საქართველოში არსებული ვითარება [რუსული] ჩარევის (სუბვერსიის) შედეგია, რაც ჩვენთვის, ტრამპის მხარდამჭერებისათვის, განსაკუთრებით შემაშფოთებელია.


აი, თვალი შევავლოთ, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა: მაისის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა ირანის პრეზიდენტის, მკვლელი იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაში, „თეირანის მოლებისათვის“ პატივისცემის დასადასტურებლად. ეს საქართველოს „ბოროტების ღერძის“ - ირანის, ომის დამნაშავე პუტინისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მჭიდრო პარტნიორად წარმოაჩენს. ეს ძალიან მრავლისმეტყველია. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც თეთრ სახლში დაბრუნდება, სათანადოდ იქნება ინფორმირებული, რომ „ქართული ოცნება“ თანამშრომლობს თეირანის რეჟიმთან, რომელიც მის წინააღმდეგ მკვლელებს აგზავნის. ამასთან დაკავშირებით [ტრამპის ადმინისტრაციაში] აბსოლუტური სიცხადე იქნება.


რადიო თავისუფლება: ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ „ქართულ ოცნებაში“ მაინც ფიქრობენ, რომ მოახერხებენ და საერთო ენას გამონახავენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რაღაც გარიგებას მოახერხებენ ამ პრობლემური ურთიერთობის მოსაგვარებლად. როგორ ფიქრობთ, მაინც რაზე სდებენ ფსონს?




კონგრესმენი უილსონი: ვფიქრობ, მათ ყოვლად მცდარი წარმოდგენები აქვთ დონალდ ტრამპზე. ის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერია და მხარს უჭერს ისეთ ლიდერებს, როგორიცაა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ომის დამნაშავე პუტინის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას. მართალია, ტრამპი მოლაპარაკების მომხრეა, მაგრამ როცა ხედავს, რომ შეთანხმება ვერ შედგება, გადამწყვეტად მოქმედებს.


2020 წელს, სპიკერ მაიკ ჯონსონთან და [ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის] ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცთან ერთად, რესპუბლიკური კვლევითი კომიტეტის მეშვეობით გამოვაქვეყნეთ ანგარიში, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვდა. და, როგორც იქნა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი გადადგა. შეიქმნა განწყობა, სადაც ისმის კითხვები საქართველოს დღევანდელი მთავრობის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, მათ აღიქვამენ, როგორც პუტინის გავლენის გამავრცელებელ ძალას. ჩვენ ვნახეთ, რომ პუტინს ხელი მოეცარა მოლდოვასა და რუმინეთში, და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ მარცხს იგემებს საქართველოშიც. სირიაშიც ხელი მოეცარა, მისი გლობალური წარუმატებლობების სია თანდათან იზრდება, სამწუხაროდ, მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ გამოუვიდა და მიაღწია წარმატებას.


რადიო თავისუფლება: ფიქრობთ, რომ მართლაც მივა აქამდე საქმე? რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა „ოცნების“ მთავრობა ლეგიტიმურად არ ცნოს?




კონგრესმენი უილსონი: ვფიქრობ, ამ საკითხის განხილვა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ სანქციებიც გაგრძელდება იმ ინდივიდების წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. პრეზიდენტი ტრამპი არასოდეს ერიდებოდა სანქციების გამოყენება-დაწესებას - ვფიქრობ, როგორც კი დაბრუნდება, განაახლებს სანქციებს თეირანის რეჟიმზე. მეტიც, ვფიქრობ, რომ ის დააწესებს მეორად სანქციებსაც, იმ ქვეყნებზე, რომლებიც თეირანთან თანამშრომლობენ, რადგან ამ რეჟიმმა ღიად გამოაცხადა ომი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ის ამას უპასუხოდ არ დატოვებს.


რადიო თავისუფლება: ანუ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვაზე დაწესებული სანქციები მხოლოდ დასაწყისია და ეს პროცესი გაგრძელდება, გადახედვის ან უკან წაღების ნაცვლად?


კონგრესმენი უილსონი: ჭეშმარიტად, ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც პუტინმა გადაამლაშა, თავისი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასა და ჩათვალა, რომ რასაც საქართველოში აკეთებს, გაუვა. ამას გარდა, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან პორტების ინფრასტრუქტურის გარშემო დამყარებული კავშირები და ბიზნესურთიერთობები კიდევ უფრო ამტკიცებს საქართველოს ამ „ბოროტების ღერძთან“ მიერთებას. ეს არც საქართველოს ინტერესებშია, არც კავკასიის და არც უფრო ფართო რეგიონის.


რადიო თავისუფლება: ისევ ზურაბიშვილს დავუბრუნდეთ - თქვენ ის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეთ, როგორც „საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი“. ეს ნაბიჯი დიდი აჟიოტაჟის მიზეზი გახდა საქართველოში - „ქართული ოცნების“ ლიდერები და სამთავრობო მედია ერთხმად ამტკიცებენ, რომ ერთი, არც უფლებამოსილება გაქვთ მის მისაწვევად და მეორე, რომ ეს იქნება ფასიანი, ე.წ. შეძენილი ბილეთით განპირობებული მიწვევა. შეგიძლიათ განმარტოთ, რეალურად რა ხდება?




კონგრესმენი უილსონი: ზუსტად იმავე სტატუსით ვიწვევ მას, როგორც ფილიპინების რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და ბულგარეთის ყოფილ ელჩს, სტეფან სტოიანოვს. ჩემთვის ეს უკვე დიდი ხანია ტრადიციად იქცა - მსოფლიოს ლიდერების მოწვევა ვაშინგტონში მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. და დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიიღებს მიწვევას და მოვა, როგორც ჩემი სტუმარი. ის დაესწრება როგორც ინაუგურაციას, ასევე რიგ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს.


რადიო თავისუფლება: და ის მოწვეული იქნება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ხომ ასეა?


კონგრესმენი უილსონი: დიახ, ნამდვილად. მე მას ვიწვევ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.


რადიო თავისუფლება: „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ ბრალდებაზეც მინდა გკითხოთ - ამტკიცებენ, რომ თქვენ მიერ გაკეთებული განცხადებებისთვის გიხდიან, ანაზღაურებას იღებთ - ასე ვთქვათ, ოპოზიციის ლობისტის როლში გამოგიყვანეს. როგორ უპასუხებდით ამ ბრალდებას?


კონგრესმენი უილსონი: აბსოლუტური სიცრუეა. რომ ვიღებდე ანაზღაურებას, ეს აუცილებლად გამოჩნდებოდა ჩემს ფინანსურ ანგარიშგებებში - და იქ არაფერია. ჩემი სიყვარული და დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ სრულიად გულწრფელია და ამას ჩემი თბილისში ვიზიტებიც ადასტურებს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი - ეს არ არის სიმართლე. მე არ მჭირდება ანაზღაურება თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ეს ჩემი ოცნება და იმედია - თავისუფლება და დემოკრატია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რასაც უკვე ათწლეულებია მხარს ვუჭერ. ჩემი პრინციპები დაფუძნებულია იდეალებზე და არა ფინანსურ მოტივებზე.


რადიო თავისუფლება: ბოლოს თქვენ მიერ ინიციირებულ „მეგობარი აქტზეც“ მინდა გკითხოთ - რა ბედი ეწია მას? არის პროგრესი ამ მიმართულებით?


კონგრესმენი უილსონი: 3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, „მეგობარი აქტი“ ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით - როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს - სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. ტრამპის გუნდის ლიდერები, როგორებიც არიან [მომავალი სახელმწიფო მდივანი] მარკო რუბიო - ადამიანი, რომლის ოჯახსაც კომუნისტური კუბის დატოვება მოუხდა და ამიტომაც, პირად მაგალითზეც კარგად ესმის ტოტალიტარიზმის საშიშროება, ასევე [მომავალი ელჩი გაეროში] ელის სტეფანიკი და [მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში] მაიკ უოლცი - ეს ხალხი საქართველოს კარგად იცნობს, ისინი გულშემატკივრობენ დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს და ამ საქმეში წამყვან როლს შეასრულებენ. მათი მიზანი იქნება, რომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია პრიორიტეტად დარჩეს [ამერიკისთვის].

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Жительница Алабушево рассказала, что устроивший пожар мужчина был на костылях

Джейсон Стэйтем с кувалдой в первом трейлере боевика «Мастер»

В Балашихе построили 5-этажное офисное здание при поддержке ЦСС

После праздников надо выйти на работу «огурцом»

Музыкальные новости

В Главном управлении Росгвардии по Московской области подвели итоги работы за 2024 год

Владимир Путин встретил Рождество в храме Георгия Победоносца на Поклонной горе в Москве

Кабинет Артиста. Яндекс кабинет артиста. Яндекс музыка кабинет артиста.

Горе-айтишник и банкрот: Банк Казани требует 161 миллион с брата певицы Алсу

Новости России

Мамиашвили назвал перебежчиками борцов, меняющих спортивное гражданство несогласованно

Успеть до санкций? Почему Европа бьет рекорды в закупках российского СПГ

Продлено полное ограничение движения для всех транспортных средств на участке федеральной трассы

Правительство РФ сократит срок временной нетрудоспособности на 15%

Экология в России и мире

Мои пятки круглый год мягкие и без трещин. Советы для тех, у кого нет денег на дорогой салон. Женщины за 40 точно оценят

От обычного парня в популярного блогера-миллионника.

Сеть клиник «Будь Здоров» стала лауреатом III Национальной премии в области развития корпоративного спорта

Почему у людей появляются зубы мудрости?

Спорт в России и мире

Окленд (ATP). 1/4 финала. Монфис сыграет с Акостой, Меньшик – с Боржесом

Шнайдер вышла во второй круг турнира WTA в Аделаиде, обыграв Синякову

Арина Соболенко снялась для Harper's Bazaar и раскрыла тайны личной жизни

Арина Соболенко станцевала вместе с командой после первого титула в сезоне. Видео

Moscow.media

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

Ветераны СВО будут проходить лечение в центрах реабилитации Социального фонда

Музыкант Алексей Фомин представил инструментальный трек «Летняя гроза»

На рынок России вернулся один из самых надежных кроссоверов по приятной цене











Топ новостей на этот час

Rss.plus






Успеть до санкций? Почему Европа бьет рекорды в закупках российского СПГ

В Москве откроется выставка о связи китайской каллиграфии и чайного искусства

Управление безопасности Подмосковья сообщило о новом виде мошенничества

Стоянка Сунгирь: археологи нашли следы древних пигментов для одежды