Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის ეკლესიის სინოდმა მღვდლებს აუკრძალა მუშაობა სამხედრო კომპანიებში, დაზვერვაში, შოუბიზნესის და ბალეტის სფეროებში

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დააზუსტა სასულიერო პირების საერო დასაქმების პირობები - დამტკიცებულ დოკუმენტში პირდაპირაა აკრძალული სამსახური, რომელიც ითვალისწინებს იარაღის ტარებას, გამოძიებასა და სადაზვერვო საქმიანობას. დოკუმენტი გამოქვეყნებულია მოსკოვის საპატრიარქოს ვებსაიტზე.


ტექსტში ნათქვამია, რომ მღვდლისთვის საერო სამსახურში მუშაობა არ შეიძლება ითვლებოდეს ნორმად, მაგრამ შესაძლოა ნებადართული იყოს ეპარქიის მეთაურის მიერ. ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია პროფესიები, რომლებიც მღვდლებისთვის აკრძალულია.


სასულიერო პირისთვის დაუშვებელია სამხედრო სამსახური და მუშაობა კერძო კორპორაციებში, რომელიც ითვალისწინებს საომარ მოქმედებებში მონაწილეობას ან იარაღის ტარებას, ასევე სამსახური, რომელიც ითვალისწინებს საგამოძიებო-ოპერატიულ მუშაობას სამართალდამცავ ორგანოებში, ან სადაზვერვო საქმიანობას, - ვკითხულობთ განცხადებაში. აკრძალვა არ ვრცელდება თანამშრომლებისთვის სასულიერო ხელმძღვანელობის გაწევაზე.


აკრძალულია მუშაობა ხელისუფლების ორგანოებში, სასამართლოებში, პროკურატურაში. სინოდი სასულიერო პირებს შეახსენებს, რომ რუსეთის ეკლესია მღვდლებს უკრძალავს კენჭისყრას საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებში.


დოკუმენტი მღვდლებს ასევე უკრძალავს მუშაობას თამაშების დაწესებულებებში, შოუბიზნესისა და ბალეტის სფეროებში.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus