Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პუტინმა ალიევს ბოდიში მოუხადა AZAL-ის ავიაკატასტროფის გამო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მოუბოდიშა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო.


საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.


ინფორმაციაში მითითებულია, რომ პუტინმა ბოდიში მოიხადა რუსეთის საჰაერო სივრცეში მომხდარი „ტრაგიკული ინციდენტის“ გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.


თვითმფრინავი Embraer 190AR 25 დეკემბერს ჩამოვარდა, როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს, ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.




სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. გამოძიება გრძელდება, ამჟამად ოფიციალურ მიზეზად „გარეგანი ზემოქმედება“ სახელდება.


მანამდე გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეების მიმართ საემიგრაციო წესები გაამკაცროს მოსკოვში უცხოელებისადმი გამკაცრებული ნორმების საპირწონედ, ამის შესახებ საუბარია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


„დროებითი ყოფნისა და მიგრაციის საკითხებში, ისევე როგორც თითოეულ საგარეო პოლიტიკურ საკითხში, აზერბაიჯანული მხარე იხელმძღვანელებს პარიტეტისა და ორმხრივი ურთიერთობების პრინციპებით“, - ნათქვამია კომენტარში. უწყებაში განაცხადეს, რომ განიხილავენ შეზღუდვებს რუსეთში უცხოელებისთვის აზერბაიჯანის მოქალაქეების „უფლებების კონტექსტში“.


1 იანვრიდან რუსეთი გაანახევრებს ქვეყანაში უცხოელების უვიზოდ ყოფნის მაქსიმალურ ვადას 180-დან 90 დღემდე, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 26 დეკემბერს.


დღეს, 28 დეკემბერს, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ აუქმებს რეისებს სოჭისა და მინერალური წყლების აეროპორტებიდან აზერბაიჯანის მიმართულებით.


როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, გადაწყვეტილება ბაქოსა და განჯის აეროპორტების მიერ სლოტების გაუქმებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რაც დაკავშირებულია აზერბაიჯანის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული ფრენის ნებართვების გაუქმებასთან.


ზოგმა უცხოურმა ავიაკომპანიამ, მათ შორის El Al-მა, FlyDubai-მა, Qazaq Air-მა და Turkmenistan-მა, შეაჩერა ფრენები რუსეთში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus