Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ავღანეთის თალიბანი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა პაკისტანში დაარტყეს სამიზნეებს

ავღანეთის თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა აცხადებს, რომ მისმა ძალებმა მიზანში ამოიღეს "ცენტრები და სამალავები მავნებლური ელემენტებისა", რომლებიც, თალიბანის განცხადებით, მონაწილეობდნენ ავღანეთზე ახლახან განხორციელებულ თავდასხმებში - იმ ფონზე, როცა გაზრდილია სასაზღვრო შეტაკებები ავღანეთსა და პაკისტანს შორის.


თალიბანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა ცნობები 28 დეკემბრის დილას მომხდარ სისხლიან შეტაკებებზე თალიბანის ძალებს და პაკისტანის მესაზღვრეებს შორის. მანამდე, რამდენიმე დღის წინ, მთავრობა აცხადებდა, რომ პაკისტანის საჰაერო ხომალდებმა დარტყმები განახორციელეს ავღანეთში მდებარე სამიზნეებზე, რასაც ემსხვერპლა ათობით მოქალაქე.


ავღანეთს დეტალები არ დაუკონკრეტებია 28 დეკემბრის თავდასხმებზე - რომლებიც, მისი თქმით, განხორციელდა სამიზნეებზე "ჰიპოთეზური ხაზის" მიღმა განთავსებულ რამდენიმე არეალში - ამ ტერმინით მოიხსენიებენ ხოლმე საზღვრის მონაკვეთს, რომლის გარშემოც პაკისტანის და ავღანეთის მესვეურებს ხანგრძლივი დავა აქვთ.



ადგილობრივმა წყაროებმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობეს, რომ სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა პაკტიის პროვინციაში პაკისტანის მესაზღვრეების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად. ცნობების გადამოწმება არ ხერხდება.


პაკისტანის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა კურამის ოლქის ხელმძღვანელმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ თალიბანის ძალებმა ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის რაკეტები გაუშვეს საზღვართან მდებარე ორი გამშვები პუნქტის მიმართულებით, რასაც მოჰყვა რამდენიმესაათიანი შეტაკებები.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus