Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჯო უილსონი: ამერიკა დგას ერთადერთი ლეგიტიმური ქართველი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე. 


საქართველოს პარლამენტში მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ერთი საათით ადრე უილსონი წერს რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და უარს ამბობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის მატიონეტულ რეჟიმთან დაახლოებაზე. 


"სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს" - წერს კონგრესმენი. 




ამერიკელი კონგრესმენის ამ განცხადებას წინ უძღოდა განცხადება იმის შესახებ, რომ მომდევნო კვირაში წარადგენს "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად საქართველოში იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, მანამდე კი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟეს. 




სალომე ზურაბიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციის წინ აპირებს თქვას, რას გეგმავს ყაველაშვილის „არალეგიტიმური ინაუგურაციის“ შემდეგ. 


მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში იმართება. მის ლეგიტიმაციას არ აღიარებს ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ გაუსწრო, ჰელსინკის კომისიის რესპუბლიკელი თავმჯდომარის ჯო უილსონის ტვიტებმა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა.


აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის ინიციატორმა ფაქტობრივად შექმნა მოლოდინი რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც აშშ მიიღებდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus