Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ამერიკელს, რომელსაც ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებდნენ

მოსკოვის სასამართლომ რუსული წარმომავლობის აშშ-ის მოქალაქეს, იუჯინ სპექტერს 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა კოლონიაში "ჯაშუშობისთვის" - იმ ფონზე, როცა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მთავრობები აცხადებენ, რომ მოსკოვი უცხოეთის მოქალაქეებს აპატიმრებს გაცვლის ოპერაციებში მათი გამოყენების მიზნით.


სპექტორს 24 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, დახურულ კარს მიღმა გამართული პროცესის შემდეგ. ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი იმ ბრალდებებზე, რომლებიც წაყენებული ჰქონდა ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენელ სპექტერს - რადგან სასამართლო აცხადებდა, რომ საქმე მოიცავდა საიდუმლო დოკუმენტაციას, რომელიც საზოგადოებისთვის დახურული უნდა დარჩენილიყო.


სასამართლო პროცესის ფონია გაუარესებული კავშირები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის - ამჟამად ეს ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის შემდგომ პერიოდში


მოსკოვს ასევე ადანაშაულებენ აშშ-ის მოქალაქეების მიზნად ამოღებაში შეთითხნილი ბრალდებებით - რათა ისინი შემდგომში გაცვალოს აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნების ციხეებში მყოფ რუსეთის მოქალაქეებში.


მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ჩატარდა პატიმართა გაცვლა, რომლის ფარგლებშიც მოსკოვი დათანხმდა 16 პირი გაეცვალა რუსეთის რვა მოქალაქეზე, რომლებიც დანაშაულებისთვის იხდიდნენ სასჯელებს აშშ-ის და ევროპის ციხეებში. მას შემდეგ რუსეთის ციხეებში რჩება აშშ-ის სულ მცირე 10 მოქალაქე.


 




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus