სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა თურქეთის დასავლეთში მდებარე ბალიკესირის პროვინციაში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში დღეს, 24 დეკემბერს, მომხდარი აფეთქების შედეგად.
თურქეთის მედიასაშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აფეთქება მოხდა საამქროში, სადაც კაფსულები მზადდებოდა. აფეთქებამ შენობის ნგრევა გამოიწვია.
ტელეკომპანია CNN Türk-ის ინფორმაციით, ხელისუფლება დივერსიას გამორიცხავს და ძირითად ვერსიად ტექნიკურ პრობლემას განიხილავს.