Добавить новость

Baza: сгоревший заживо пациент московской больницы поджег себя сам

Автобус и такси столкнулись в Москве, 3 человека пострадали

Александр Овечкин забил исторический гол в матче с «Нэшвилл Предаторз»

Петербург обновил максимум снежного покрова этой зимы



World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ფუნდამენტურად ნაკლოვანი“ - IRI საპარლამენტო არჩევნებზე დასკვნას აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა და განაცხადა: „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი“.


„მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს“ – აცხადებს IRI-ის პრეზიდენტი.


23 დეკებმერს გამოქვეყნებულ ანგარიშში IRI წერს, რომ მისმა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ (IEOM-ის) დაადგინა, - მრავალი ფაქტორი ნეგატიურად აისახა საქართველოს საარჩევნო პროცესზე და სერიოზული ეჭვები გააჩინა არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით.


კერძოდ, მისიამ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი და სისტემატური ხარვეზები დააფიქსირა, რომელიც ოთხ ძირითად პრობლემას უკავშირდება:



„არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება;
სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება;
საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება;
არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა“.


სწორედ ამ პრობლემებს აღწერს სიღრმისეულად 46-გვერდიანი ანგარიში, რომელიც ორშაბათ საღამოს, 23 დეკემბერს გამოქვეყნდა.


„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში და არის კიდევ ერთი სამწუხარო თავი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლაში“, - აცხადებს IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი.


მისი თქმით, საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ბიუროკრატია, „მოქმედებდნენ, როგორც მმართველი პარტიის შტო, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ“.


„მისიის მიგნებებზე დაყრდნობით და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს,“ – განაცხადა ტვაინინგმა.


ანგარიშში წერია, რომ საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის კლება, რაც ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ მიტაცების რისკს ქმნის და დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს უკარგავს თანაბარ პირობებში შეჯიბრების შესაძლებლობას.


IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.


მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „გადაუდებლად აუცილებელია თანმიმდევრული და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოების სისუსტეები“.


წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი დაიწყო 2024 წლის ივნისში და მოიცავდა 20 საერთაშორისო გრძელვადიან დამკვირვებელს (LTO), რომლებიც საქართველოში ივლისის თვიდან იმყოფებოდნენ, და 28 მოკლევადიან დამკვირვებელს (STO), რომლებიც უშუალოდ საარჩევნო კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს.


„კრემლის პოლიტიკის თითქმის 40-წლიანი მცდელობის მიუხედავად, ქართველი ხალხი კვლავ მტკიცედ ესწრაფვის ევროპასთან ინტეგრაციას და დემოკრატიული მომავლის შექმნას,“ - ამბობს ის.


IRI-ის თანახმად, წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი დაიწყო 2024 წლის ივნისში და მოიცავდა 20 საერთაშორისო გრძელვადიან დამკვირვებელს, - რომლებიც საქართველოში ივლისის თვიდან იმყოფებოდნენ, - და 28 მოკლევადიან დამკვირვებელს (STO), რომლებიც უშუალოდ საარჩევნო კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს.


ეუთოს დასკვნის შემდეგ

საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR).




თუკი 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული“, 2024 წლის არჩევნების შესახებ წერს:



„არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომეტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე“;
„მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, - ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“.




ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეუთოს ანგარიში „უკიდურესად კრიტიკულია“ და ის კიდევ ერთი საფუძველია, რომ „საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს“.


ამავე აზრზე არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოთხი ოპოზიციური პარტია:



„ძლიერი საქართველო“,
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“,
„კოალიცია ცვლილებისთვის“,
„გახარია საქართველოსთვის“.


ახალი არჩევნების მოთხოვნით საქართველოში უკვე 26-ე დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები იმართება.




 

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Тахограф СПб официальный сайт

Депутат Бессараб: страховые пенсии россиян могут увеличиться в феврале

Свердловчане просят Путина спасти единственную в селе школу

Счастливый час в хаммаме

Музыкальные новости

В «Роснано» назвали сумму ущерба от финансовых махинаций. Но к Чубайсу претензий по-прежнему — нет

Australian Open. Расписание на вторник. Медведев сыграет в 6 утра по Москве, Касаткина и Хачанов – первым запуском, Рублев – последним

Продать стихи. Как продать стихи. Продать стихи собственного сочинения.

Военнослужащие Росгвардии встретили Рождество Христово

Новости России

Мужчина упал на беременную женщину в поезде

Тахограф СПб официальный сайт

День российской печати празднуют 13 января

13 января в Москве и области ожидаются облачный день и холодная ночь, сильный гололед

Экология в России и мире

Заявление Координационного совета Российско-Армянских организаций (КС РАО) по поводу армяноненавистнического заявления Ильхама Алиева

Рождественский театрализованный концерт проведут в районе Перово

Контрацепция и аборты: возмутительные и поразительные факты из истории медицины

«Будьте аккуратнее»: Хилькевич предупредила о мошенниках, действующих от ее имени

Спорт в России и мире

Соболенко заявила, что хотела бы видеть флаг Белоруссии на турнирах WTA

Елена Рыбакина раскрыла подробности о проблемах со здоровьем в прошлом году

300 игроков включены в пенсионную программу ATP в 2024-м

Теннисистка Потапова стремится в топ-20 мирового рейтинга WTA в 2024 году

Moscow.media

Ветераны СВО будут проходить лечение в центрах реабилитации Социального фонда

«Благодаря Вам об этой песне узнали все»: Филипп Киркоров поздравил KAYA в шоу «Звездные танцы»

Кировская область в 2025 году планирует отремонтировать 370 км дорог

У новых Lexus GX на солнце плавятся детали машин











Топ новостей на этот час

Rss.plus






13 января в Москве и области ожидаются облачный день и холодная ночь, сильный гололед

День российской печати празднуют 13 января

Депутат Бессараб: страховые пенсии россиян могут увеличиться в феврале

Воспитанники спортивной школы ХК «Рязань-ВДВ» вошли в ТОП-12 команд кубка города Москвы по хоккею