საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კვლავ მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დიალოგში ჩაერთოს და შეხვდეს მხარეებს ან, თუნდაც პირისპირ მას. პრეზიდენტი, გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს ალტერნატიულ გეგმაზეც, რაც მისივე თქმით, არის "რეჟიმის ჩამოშლა".