Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტრამპის თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება სურს. ეს ტრამპმა ამჯერად 22 დეკემბერს, არიზონის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას თქვა.


ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს.


CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა ინაუგურაციიდან მალევე გაიმართება. ტრამპი პრეზიდენტის უფლებამისილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.


რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ დღეს, 23 დეკემბერს გამოაქვეყნა კრემლის პრესმდივნის, პესკოვის მოკლე კომენტარი, რომ პუტინის და ტრამპის შეხვედრის ორგანიზებისთვის „ჯერჯერობით არანაირი რეალური იმპულსები არ ყოფილა“.


19 დეკემბერს, მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის და წლის შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან საუბრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის და თანახმაა მას შეხვდეს.




დონალდ ტრამპი 7 დეკემბერს, პარიზში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.


ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული შეხვედრის ორგანიზატორი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.




ტრამპს პრეზიდენტობის პირველ ვადაში პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება შეუძლია, თუმცა, როგორ არ აკონკრეტებდა. ტრამპი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევას.


2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგაც ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინაში „საშინელი ომი" უნდა დასრულდეს და აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება.


უკრაინის აქტიური მხარდამჭერები შიშობენ, რომ ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას შეზღუდავს და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებს.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus