Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, ციხეში ჩაჯდება თუ არა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბრის პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ილაპარაკა. კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენცია “ფანჩატურად აქცია” და რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის შეიძლება ციხეში მოხვდეს.


თუ ის პრეზიდენტის რეზიდენციაში გამაგრდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. „72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება“ - თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა: „ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“.




ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დარჩენილი ერთი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ვერაფერს გააკეთებს. “ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ არ მოხდება. Deep state საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. 29-ში მოუწევს თანამდებობის დატოვება” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით: “მან რეალურად პრეზიდენტის რეზიდენცია აქცია ახალ ფანჩატურად. ადრე იყო შალვა ნათელაშვილის ფანჩატური და ახლა არის სალომე ზურაბიშვილის ფანჩატური. ყველაზე დასანანი ის არის, რომ მან ასეთ სივრცედ აქცია სწორედ პრეზიდენტის სასახლე“.




საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 დეკემბერს გეგმავს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართოს.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus