Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში საცხოვრებელ შენობებს დრონებით შეუტიეს

21 დეკემბერს, ყაზანში საცხოვრებელ შენობებს შეეტაკა რამდენიმე დრონი. ქალაქის მერია აცხადებს, რომ ხანძარი გაჩნდა სოვეცკის, კიროვისა და პრივოლჟიეს რაიონებში.


როგორც თათრეთის ხელმძღვანელის პრესსამსახურმა განაცხადა, ქალაქში აღირიცხა სულ რვა უკრაინული დრონი, მათ შორის სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე და საცხოვრებელ არეალებში.


ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

თათრეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ყაზანის საავადმყოფოებში მაღალ მზადყოფნაში გამოაცხადა.


დრონებით იერიში კერძოდ, Azure Skies-ის და Manhattan-ის საცხოვრებელი კომპლექსების შენობებზე განხორციელდა. ორი დრონი შეფრინდა Azure Skies-ის 37-სართულიან შენობაში, რომელიც ითვლება ყველაზე მაღალ საცხოვრებელ კორპუსად ყაზანში. მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა კიბეებით. მათთვის მოაწყვეს დროებითი საცხოვრებელი ადგილები.


თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ დრონის ჩამოვარდნის შედეგად ერთ ოთხსართულიან შენობაში გაჩნდა ხანძარი,იუწყება Astra. კიდევ ერთი დრონი Manhattan-ის საცხოვრებელი კომპლექსის შენობას ზედა ნაწილში მოხვდა. Shot-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამი ადამიანი დაშავდა მინის ნამსხვრევებით.




გავრცელა ვიდეო ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს ყაზანის თავზე დრონები ვიდეოები და მათი ნამსხვრევები. ყაზანის, იჟევსკის და სარატოვის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.


სკოლები და ტექნიკური სკოლები შერჩევით იქნა ევაკუირებული, ზოგიერთი სავაჭრო ცენტრი დაკეტეს. შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმდა.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავებით ყაზანის სამოქალაქო სამიზნეებზე „შეტევის სამი ტალღა“ განახორციელეს. ამავე ცნობით, ექვსი დრონი გაანეიტრალეს. უკრაინულ მხარეს ყაზანზე თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus