Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პრეზიდენტი და ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნის სრულ საფუძველს ხედავენ

26 ოქტომბრის არჩევებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სრულ საფუძველს ხედავენ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.


“სწორედ როდესაც "ქართული ოცნება" და პროპაგანდისტული არხი "იმედი TV" აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი, კარგი საბჭოთა ჩვევა!!! დროა ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები", - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.




ახალი არჩევნების დანიშვნის სრულ საფუძველს ხედავენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს. ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა 21 დეკემბერს, მათ მიერ ერთობლივად ჩატარებულ ბრიფინგზე.


“ქართული ოცნების” პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო ამაზე, რომ ახლა იქნება ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, რომელიც ლეგიტიმაციას მისცემს არჩევნების შედეგებს და მათ ხელისუფლებაში ყოფნას და მოხდა ამის საპირისპირო, ანუ მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ… ამ დასკვნის შემდეგ, ჩვენ და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გარედან მხარდაჭერა, იქნება ეს სანქციები თუ იქნება სხვა მიმართულებით მხარდაჭერა, იქნება გაცილებით უფრო მკაცრი და ეფექტური”, - განაცხადა ბრიფინგზე პოლიტიკური ჯგუფის “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ.


“ქართული ოცნების” ხელისუფლება თავის მხრივ აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის არჩევნებს შემდგარად აცხადებს და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ ეჭვებს აქრობს.






26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა ეუთო/ოდირმა 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.


„არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რაც ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას. ამ ყველაფერმა, შერწყმულმა არჩევნების დღეს გამოვლენილ პრაქტიკასთან, მოახდინა კომპრომეტირება ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობისა, მიეცა ხმა შურისძიების შიშის გარეშე“, - წერია ანგარიშის ტექსტში.


ანგარიშში ლაპარაკია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენაზე. ODIHR-ის შეფასებით, არჩევნების შემდგომი მოვლენები და საჩივრები არასათანადოდ იქნა განხილული, რამაც შეზღუდა სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა.


ახალი არჩევნების დანიშვნა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც საქართველოში, უკვე სამ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას შეეხება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus