Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ქვეყანას თავიდან ააცილა „მთავრობის დახურვა“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 20 დეკემბერს, გვიან, მიიღო კანონპროექტი, რის საშუალებითაც თავიდან იქნა აცილებული შუაღამის შემდეგ „მთავრობის დახურვა“ მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის მოთხოვნისა, დაემტკიცებინათ სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდა.


კანონპროექტს 366 წარმომადგენელი მიემხრო, წინააღმდეგი იყო - 34. ახლა ეს კანონპროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს, რათა გაეგზავნოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი მას ხელს მოაწერს, რათა აშშ-ის მთავრობის შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველყოს.



კანონპროექტი ითვალისწინებს მთავრობის დაფინანსებას 14 მარტამდე, 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას იმ შტატებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა და 10 მილიარდი დოლარის მხარდაჭერას ფერმერებისთვის. ზომების პაკეტი არ გულისხმობს სახელმწიფო ვალის „ჭერის“ გაზრდას - რთული ამოცანის მიღწევას, რასაც მოითხოვდა ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე - 20 იანვრამდე, წერს Reuters-ი.


„მთავრობის დახურვა“ ხელს შეუშლიდა სხვათა შორის, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას და ასევე, შეჩერდებოდა მილიონობით სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასის გადახდა. ტურიზმის სფეროს სავაჭრო ასოციაციის - U.S. Travel Association-ის გაფრთხილებით, „მთავრობის დახურვა,“ განსაკუთრებით დაძაბულ საშობაო პერიოდში, ავიაკომპანიებს ერთი მილიარდი დოლარით დააზარალებდა და ამასთან, შეფერხდებოდა სასტუმროების მუშაობა.


 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus