Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პრეზიდენტი: ტოტალური ტყუილი სუფევს, ტყუილი საბჭოთა კავშირის მართვის იარაღი იყო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის საკუთარ ანგარიშზე წერს, რომ ტყუილს შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობასა და გარე სამყაროზე მართვის მთავარ იარაღად საბჭოთა კავშირი იყენებდა და „დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას“.


„უკვე არც “რუსული” კანონები, თუ “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ეხლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ უნდათ. ტოტალური ტყუილი სუფევს სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს ქვეყნის „რეპრესიის კრიმინალური ვერტიკალის“ „ღირსების“ ორდენით დაჯილდოების გეგმას.




20 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ხელისუფლება გეგმავს, „ღირსების ორდენზე წარვადგინოთ“ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს კიდევ 10 მაღალჩინოსანი - მათ შორის, სანქცირებული პირები. კობახიძის შეფასებით, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, შს სამინისტრო ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდა.


უკვე სამ კვირაზე მეტია, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.დაკავებულების უდიდეს ნაწილს ძალადობის კვალი ეტყობა. არსებობს ვიდეოკადრები, როცა ძალოვნები ძირს დაგდებულ დემონსტრანტებს გამეტებით, ჯგუფურად სცემენ, ძირითადად სახეში ურტყამენ. ბევრს დასჭირდა კლინიკაში მკურნალობა, ზოგს კი - რთული ოპერაცია.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus